12:27 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 19:37:38, 675 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის რიგით მეხუთე გამოშვების ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის რიგით მეხუთე გამოშვების ცერემონიალს დაესწრო. თინათინ ხიდაშელმა კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და დიპლომები გადასცა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი და ODC-ის უფროსის მოადგილე, მაიორი ვეინ დალი.

„ეს არის ყველაზე მაღალი კურსი საქართველოში არსებულ სამხედრო განათლების სისტემაში. მაღალი რანგის სასწავლებელია და, შესაბამისად, მაღალი რანგის ოფიცრები ამთავრებენ მას. ჩვენს ქვეყანას დასავლეთის ანალოგიურ სკოლებთან ურთიერთობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. აკადემიის ეს კურსიც მთლიანად აწყობილია დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით და მათზე დაყრდნობით. წარმატებებს ვუსურვებ ოფიცრებს, ბევრი მათგანი უკვე სამეთაურო თანამდებობაზეა და ეს გამოცდილება კარიერულ წინსვლაში დაეხმარება“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კურსდამთავრებულებს დიპლომებთან ერთად სამკერდე ნიშნები და სამახსოვრო წიგნები გადაეცათ. წელს სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსი წარმატებით  32-მა მსმენელმა დაასრულა. მათ შორის 31 ოფიცერია, ერთი -  სამოქალაქო პირი. კურსი ასევე გაიარა ორმა სერჟანტმა.

სამეთაურო-საშტაბო სკოლა 2009 წელს  ამერიკელთა ჯგუფის მხარდაჭერით დაარსდა. სკოლა უზრუნველყოფს პროფესიული და ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორც სამხედრო ხელოვნებასა და მეცნიერებაში, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. არსებული სასწავლო პროგრამა მსმენელებს საშუალებას აძლევს, მიიღონ თანამედროვე სამხედრო განათლება და განავითარონ სამეთაურო-საშტაბო უნარ-ჩვევები ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics