00:24 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 18:04:35, 580 ნახვა

სხვადასხვა
კვირიკაშვილი: საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ევროპის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის ერთგულია

საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ევროპის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის ერთგულია და მხარს უჭერს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანთან დაკავშირებულ არსებულ და სამომავლო პროექტებს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტრანს-ადრიატიკის მილსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოება დაიწყო– საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში დღეს საფუძველი ჩაეყარა ტრანს-ადრიატიკის (TAP) 800 კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობის დაწყებას, რაც გულისხმობს ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირებისმარშუტის შერჩევას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით.

მშენებლობის დაწყების ცერემონიალს, რომელიც საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში გაიმართა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მან სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და პროექტის მნიშვნელობა შეაფასა.

"თავისი მარშრუტის გაყოლებაზე, ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს შეუერთდება სხვა არსებული და დაგეგმილი მილსადენები, რის შედეგადაც ენერგორესურსების ბაზრები ხელმისაწვდომი გახდება სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისთვის. ეს კი შესაძლებელს გახდის კასპიის ზღვის რეგიონის გაზის მიწოდებას სამხრეთ-აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. ამავე დროს, ეს იქნება მომავალში სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის შემდგომი გაფართოების და თურქმენეთისა და რეგიონში სხვა მიმწოდებელთა მხრიდან ბუნებრივი აირის რესურსების მოზიდვის კარგი შესაძლებლობა,"-აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ–მინისტრმა საქართველოს სატრანზიტო როლზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო პარტნიორია.

„ ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ სანდო პარტნიორი ქვეყანა ამ სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში. ბუნებრივი აირის მიმწოდებელი და მომხმარებელი ქვეყნების ინტერესების გადაკვეთაზე მდებარეობის წყალობით, საქართველო არის სამხრეთის დერეფნის განუყოფელი ნაწილი. ბოლო წლების განმავლობაში პირველი ნაბიჯები სამხრეთის აირის წარმატებისკენ გადაიდგა სწორედ მაშინ, როცა საქართველომ  და აზერბაიჯანმა, თურქეთთან ერთად და დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერით, ჩამოაყალიბეს წარმატებული პარტნიორობა და დაამყარეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. ამის დასტურია, მაგალითად, ისიც, რომ ამ პროექტის წყალობით, დაახლოებით 30 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის მონაწილე ქვეყნებში,"–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო უპირობო მხარდაჭერას უცხადებს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის გაფართოებას და მზად არის მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში.

ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობა ენერგოუსაფრთხოებისკენ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებმაც. მათ იმედი გამოთქვეს, რომ პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმებას, ეკონომიკურ განვითარებასა და  რეგიონის სტაბილურობას.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics