00:25 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 16:17:48, 597 ნახვა

სხვადასხვა
"ევროვიზიის" ორგანიზატორები კონკურსის შედეგების გადახედვის მოთხოვნით პეტიციას განიხილავენ

“ევროვიზიის” ორგანიზატორი ევროპის სამაუწყებლო კავშირი (EBU) კონკურსის შედეგების გადახედვის მოთხოვნით პეტიციის განხილვას გეგმავს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

პეტიცია, რომლის ავტორი ერევნის მცხოვრები არტურ ოვანესიანია, ვებგვერდ change.org-ზე გამოქვეყნდა და 200 ათასზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.

“ჩვენ ვიცით პეტიციის შესახებ, ამ საკითხს დღეს განვილავთ, EBU-ს პასუხი მოგვიანებით გამოქვეყნდება”, - განაცხადა ევროპის სამაუწყებლო კავშირის პრესმდივანმა პოლ ჯორდანმა. 

როგორც ჯორდანმა აღნიშნა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შედეგები გადაიხედოს.

“ჩვენ გვესმის, რომ ჟიურისა და მაყურებელთა ხმის მიცემა რთული და ემოციური პროცესია, თუმცა ამ პეტიციის ხელმომწერ ადამიანთა რაოდენობა აჩვენებს იმას, რომ ბევრი დარწმუნებულია იმაში, რომ წელს “გამარჯვებულად” არ აირჩიეს ის შემსრულებელი, რომელიც ამას იმსახურებდა”, - ნათქვამია პეტიციაში.
ცნობისთვის, უკრაინის წარმომადგენლის ჯამალას გამარჯვებამ ევროვიზიაზე რუსეთში ნეგატიური რეაქცია გაოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვმა სოციალურ ქსელში მუსიკალური კონკურსის პოლიტიზირებაზე მიანიშნა, ზოგიერთმა რუსმა პოლიტიკოსმა კი ეჭვი გამოთქვა, რომ უკრაინა, შექმნილი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, შეძლებს 2017 წლის ევროვიზიის მასპინძლობას.

შეგახსენებთ, რომ მუსიკალურ კონკურში მეორე ადგილი ავსტრალიის წარმომადგენელმა დამი იმმა დაიკავა. რუსი შემსრულებელი სერგეი ლაზარევი კი მესამე ადგილზე გავიდა. მუსიკალურ კონკურსზე ევროვიზია-2016-ზე საქართველოს წარმომადგენლები ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz მე-20 ადგილზე გავიდნენ. 

წელს ევროვიზიაზე ხმის მიცემის პროცედურის წესები შეიცვალა. კერძოდ თითოეული ქვეყნის მონაწილეს ცალკე აფასებენ ჟიურის წევრები და მაყურებლები.

ჯამალამ ჟიურისა და მაყურებლების ხმის მიცემის შედეგად 534 ქულა დააგროვა. მაყურებლების ხმების მიხედვით, უკრაინელმა შემსრულებელმა მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა ჟიურის მაღალმა შეფასებამ მისი გამარჯვება უზრუნველყო. რაც შეეხება რუს შემსრულებელს, მან პირველი ადგილი დაიკავა ტელემაყურებელთა ხმების რაოდენობის მიხედვით, თუმცა ჟიურის მიერ მინიჭებული ქულებით სერგეი ლაზარევი მეხუთეზე გავიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics