00:59 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 04:07:52, 653 ნახვა

პოლიტიკა
ნატა ფერაძე: რა არგუმენტი აქვს შსს-ს, რომ აქციაზე დაპირისპირება მოხდება, არ ვიცი

„შსს-მ აქციის დაშლის მიზეზად დაასახელა ის, რომ საკრებულოს ტერიტორიისკენ მოდის სასულიერო პირებისა და მრევლის დიდი აქცია“, -  ამის შესახებ „პარტიზანული მებაღეების“ ხელმძღვანელმა ნატა ფერაძემ განაცხადა.

როგორც ფერაძემ აღნიშნა, მათი აქციის დაშლა უკანონოდ ხდება და შსს-გან არარგუმენტებს ითხოვენ.

„შსს-ს თქმით, შესაძლოა მოხდეს დაპირისპირება, თუმცა რა არგუმენტი აქვთ რომ დაპირისპირება მოხდება, ეს არ ვიცი. საკრებულოს ტერიტორიიდან იმ არგუმენტით გადაგვწიეს, რომ ჩვენი უსაფრთხოებისთვის იქ დგომა შესაძლოა საშიში იყოს.

როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა გვითხრა, როდესაც აქცია-მსვლელობა თავისუფლების მოედანზე ჩაივლის აქციის მონაწილეებს საკრებულოს ტერიტორიაზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემათ“, - განაცხადა ფერაძემ.

როგორც „პარტიზანული მებაღეების“ ხელმძღვანელმა გვითხრა, აქციაში მონაწილეობის მსურველები საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას შეემატებიან და მათი დროული აქციაში ჩართვა გადაკეტილი გზების გამო ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის, „პარტიზანული მებაღეები“ „პანორამა თბილისის“ აშენებას აპროტესტებენ. აქციაზე დაახლოებით 50 კაცამდეა შეკრებილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics