00:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 13:41:04, 594 ნახვა

პოლიტიკა
საკრებულოსთან აქციის მონაწილეებსა და შსს-ს წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა

აქციას უკანონოდ შლიან, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოსთან გამართული აქციის მიმდინარეობისას უფლებადამცველა ლაშა ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს 17 მაისთან დაკავშირებით აქციის ჩატარების უფლებას არ აძლევენ.

ცნობისთვის აქციის დაწყებისას, ერთ-ერთ ორგანიზატორს ნატა ფერაძესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა.

საპატრულო პოლიცია აქციის მონაწილეებს საკრებუოს მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ შელაპარაკება საპატრულო პოლიციასა და და ლაშა ჩხარტიშვილს შორისაც მოხდა.

როგორც შსს-ს წარმომადგენლები აცხადებენ, „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მათი უსაფრთხოების მიზნით შლიან.

მათივე ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე ლგბტ პირების წარმომადგენლები აპირებენ მოსვლას და აქციის დაშლის მიზეზად ამას ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს წარმომადგენლები მუშაობაში ხელს ჟურნალისტებსაც უშლიან. მედიის წარმომადგენლებს ნორალურად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics