|
2016-05-17 11:09:15, 1317 ნახვა
მსოფლიო
The Telegraph: ევროკავშირში შიშობენ, რომ თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ტერაქტების საფრთხეს გაზრდის
ევროკავშირში შიშობენ, რომ თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, ევროპაში ტერაქტების საფრთხე გაიზარდება, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph ევროკომისიის ანგარიშზე დაყრდნობით წერს. “თურქეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის მოსალოდნელმა ლიბერალიზაციამ შესაძლოა, პოტენციურად იქონიოს გავლენა ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ რისკებზე”, - აღნიშნულია დოკუმენტში. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ როგორც კი თურქეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმს მიიღებენ, უცხოელები ეცდებიან, მიიღონ თურქული პასპორტები, რომ დაუბკოლებლად მოხვდნენ ევროკავშირის სახელმწიფოებში ან ეცდებიან, არალეგალური გზით მოიპოვონ თურქეთის მოქალაქეობა. ანგარიშის ავტორები ვარაუდობენ, რომ ტერორისტები ეცდებიან ევროკავშირში შეღწევას თურქეთში გაცემული სხვისი პასპორტების გამოყენებით. “ეს შესაძლებლობა მოიზიდავს არა მხოლოდ არალეგალ მიგრანტებს, არამედ დამნაშავებსა და ტერორისტებს”, -ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში როგორც The Telegraph წერს, ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ ვიზელიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციტივა კოსოვოსთვის წარადგინა, უკრაინისთვის და საქართველოსთვის, "რომლებიც მოცული არიან ორგანიზებული დანაშაულით".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)