05:41 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 18:29:37, 373 ნახვა

საზოგადოება
ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული ქართველი გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს

სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გიორგი ჩარგეიშვილი,  მალხაზ ფირანიშვილი,    ზურაბ მელიშიანი, კახა აბულიძე და რუსუდან ჩხეტიანი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 5 გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში აღევლინა.
„ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესი კვლავაც გრძელდება.  
 წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი,  რომელიც შეისწავლის  1992-193 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს. დღემდე  7 ასეთი შეხვედრა გაიმართა და გადაწყდა, სოხუმის ბაბუშერასა და თბილისის დიღმის ძმათა სასაფლაოს ექსჰუმაცია. წითელი ჯვრის ორგანიზებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალშიც განაგრძობს“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
 სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  ლტოლვილთა  და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics