00:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 18:46:53, 612 ნახვა

პოლიტიკა
გელა დუმბაძის ინფორმაციით, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის მიმართულებით, მოლაპარაკებები დასრულებულია

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის განცხადებით, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის მიმართულებით მოლაპარაკებები დასრულებულია.

როგორც დუმბაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, ქართულმა მხარემ ფრანგულ მხარეს შესთავაზა, რომ ლევილის მამულის საქართველოსთვის ნოტარიული გადმოცემის საკითხი მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე დასრულდეს.

 „ლევილის საქართველოსთვის გადმოცემის მიმართულებით მოლაპარაკებები დღესდღეობით დასრულებულია. ქართულმა მხარემ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, რომ დღევანდელი დღისთვის მოეტანა შეთანხმების პროექტი.

პარიტეტული კომისია ფაქტობრივად თავის საქმიანობას მორჩა და დღესდღეობით ბურთი არის ფრანგული მხარის მოედანზე, როგორც იტყვიან. ჩვენ შევთავაზეთ მათ ამ განკარგულების პროექტით, რომ ლევილის მამულის საქართველოსთვის ნოტარიული გადმოცემის საკითხი დასრულდეს მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე“,- განაცხადა დუმბაძემ და დასძინა,რომ მამულის ისტორიულ-კულტურული პროფილი შენარჩუნდება.

ამასთან, მინისტრის თქმით,  მათი ხედვით იქ ლევილის ქართული აკადემია მოეწყობა.

 „საქართველოს მთავრობამ გამოყო 107 ათასი ევრო მამულის დიაგნოსტიკური წინასწარი შეფასებითი სამუშაოებისათვის, ასევე დაიდო მამულის შემდგომი მოწყობის ხედვა. მოცემული ეტაპისთვის,საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მამულის ღირსეული დაბრუნებისთვის“,- განაცხადა გელა დუმბაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics