|
2016-05-16 18:07:00, 562 ნახვა
პოლიტიკა
მშვენიერაძე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეზე: სახელმწიფო რომელიც ვერ იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას, უსუსურია
როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ ვერ დაიცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას, ეს მის უსუსურობაზე მიუთითებს, - ასე შეაფასა "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრმა გიორგი მშვენიერაძემ „ლგბტ საქართველოს“ განცხადება, რომლის თანახმადაც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლგბტ თემი აქციას ვერ გამართავს. როგორც მშვენიერაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხოება და აზრის გამოხატვის თავისუფლებას უნდა შეუწყოს ხელი. "სახელმწიფოს არ აქვს უფლება, რომელიმე პირს უთხრას, რომ არ აძლევს უფლებას სადმე აქცია ჩაატაროს, თუნდაც იქ კონტრ-აქცია იმართებოდეს. სახელმწიფოს შეუძლია შესთავაზოს ალტერნატიული სივრცე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია, მეორე ანუ აქციის ჩატარების მსურველმა ჯგუფმა ამ შემოთავაზებას დათანხმდეს. იმ შემთხვევაში თუ ისინი გადაწყვეტენ აქციის ჩატარებას სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება მათი უფლებები დაიცვას. ჩვენ მსოფლიო ისტორიიდან არაერთი ფაქტი გვაქვს, რომ სახელმწიფომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების აღსასრულებლად არამხოლოდ პოლიცია არამედ ჯარიც კი გამოიყენა. 1957 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა აიზენჰაუერმა არკანზაცის შტატში 9 შავკანიანი მოსწავლის სკოლაში სწავლების გამო გვარდის ჩააყენა და 6 თვე მართავდა შტატს. ამიტომ სახელმწიფო რომელიც ამბობს, რომ ვერ დაიცავს 1 ადამიანს, ის არ არის ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული", - განაცხადა მშვენიერაძემ. შეგახსენებთ, რომ ხვალ 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. „ლგბტ საქართველოს“ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი მათ სურდათ აქცია რუსთაველის გამზირზე გაემართათ, თუმცა იქ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე აქციის გამართვაა დაგეგმილი. პოლიციამ ვერ მისცა ლგბტ ორგანიზაციებს უსაფრთხოების გარანტიები, ამიტომ მათ აქციის გამართვაზე უარი თქვეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)