00:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 15:28:49, 575 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია: ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებს ივანიშვილის უსიტყვო შემსრულებლები შოთაძე და მურუსიძე აკონტროლებენ

 „ივანიშვილი თანდათან დაეპატრონა ქვეყნის მართვის ყველა ძალოვან ბერკეტს. ქვეყნის მთავარი ინსტიტუტები ჩააბარა მისი სურვილების უსიტყვო შემსრულებლებს: პროკურატურას მართავს შოთაძე, სასამართლოს - მურუსიძე“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.

მისივე შეფასებით, ივანიშვილმა მოსამართლე ბუგიანიშვილის ხელით 35 წელი მიუსაჯა უდანაშაულობას და სამშობლოს პატიოსან სამსახურს.

„დღეს ხუთი უდანაშაულო ადამიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და თითოეულს მიუსაჯა შვიდი წელი ციხეში.

დღეს ივანიშვილმა მოსამართლე ბუგიანიშვილის ხელით 35 წელი მიუსაჯა უდანაშაულობას და სამშობლოს პატიოსან სამსახურს. უსამართლობა და ცინიზმი ისევ მთელი ძალით ბობოქრობს. შეიცვალა მხოლოდ ამ საშინელი სისტემის მთავარი არქიტექტორის ვინაობა. ის ახლა ბიძინა ივანიშვილია.

ვიდრე პროკურატურის და სასამართლოს პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოყენების მანკიერ წრეს არ გავწყვიტავთ, ჩვენ უსამართლობის მსხვერპლი ვიქნებით. როცა სამათლიანობა არ არის, არაფერი რჩება ღირებული რასაც შეიძლება მოქალაქე ჩაეჭიდოს, რამაც შეიძლება ადამიანების ყოფას აზრი მისცეს. მოსამართლე ბუგიანიშვილმა დამნაშავედ სცნო ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ დანაშაულის ჩადენის მოტივი, ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოსთვის ყველაზე მომგებიანი და ხარისხობრივად უნაკლო კონტრაქტი გააფორმეს. და ბოლოს, ადამიანები რომლებიც არ განკარგავდნენ იმ თანხას რომლის გაფლანგვაშიც ბრალს სდებენ.

ივანიშვილი თანდათან დაეპატრონა ქვეყნის მართვის ყველა ძალოვან ბერკეტებს. ქვეყნის მთავარი ინსტიტუტები ჩააბარა მისი სურვილების უსიტყვო შემსრულებლებს: პროკურატურას მართავს შოთაძე, სასამართლოს - მურუსიძე, ხოლო მის პარტიაში ერთი კაციც არ არის ვინც ამას შეეწინააღმდეგება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

პოლიტიკოსის თქმით, უდანაშაულო ადამიანების ციხიდან დასახსნელად ყველა კონსტიტუციურ გზას გამოიყენებენ. მათ შორის ქუჩის აქციებსაც. ალასანიას განცხადებით, პირველი გამაფრთხილებელი აქცია 21 მაისს გაიმართება.

„ჩვენ არ მივატოვებთ უდანაშაულო ადამიანებს და მათ ოჯახებს. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ყველა ღონეს ვიხმართ ამ ადამიანების ციხიდან დასახსნელად. ჩვენ კონსტიტუციური ნორმების დაცვით, ყველა კანონიერი გზით, მათ შორის აქციებით ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის.

დღეს ხუთი უდანაშაულო ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა, ცვლის ჩვენს დღის წესრიგს. დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენ შევხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, მივაწვდით ამ ბოროტმოქმედების შესახებ ინფორმაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყველა დედაქალაქსა და ორგანიზაციაში. ასევე, დღეს მინდა გაცნობოთ, რომ შაბათს, 21 მაისს, 14 საათზე გავმართავთ საპროტესტო აქციას საქართველოს პროკურატურათან. ეს იქნება პირველი აქცია.

როცა სამხედროებს და მათ ოჯახებს, საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს ასე ექცევა მართული პროკურატურა და სასამართლო, ეს იმას ნიშნავს რომ ყველამ უნდა გავაკეთოთ დასკვნა _ თუ საქართველოს ამ უსამართლობაში დავტოვებთ, შედეგიც უმძიმესი გვექნება!

მე როგორც ოფიცერი, როგორც მოქალაქე და როგორც პოლიტიკოსი ბოლომდე ვიბრძოლებ!

ვპირდები უსამართლოდ და უკანონოდ დაპატიმრებულ ღირსეულ ბიჭებს და მათ ოჯახებს, არ დაგტოვებთ ტყვეობაში, არ მიგატოვებთ არც ერთი წამით ამ ბრძოლაში, თქვენი თავისუფლება არა მხოლოდ ჩვენი არამედ სახელმწიფოს ღირსების საქმეა.

დღეიდან პარტია საგანგებო მოქმედების რეჟმზე გადადის, მაგარამ ჩვენ არ გადავუხვევთ არჩევნების გზას და სწორედ ოქტომბრის არჩევნებზე ქართველ ხალხთან ერთად შევცვლით არაფორმალური მმართველის მორჩილ ხელისუფლებას“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრადებულებს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი.

გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას ედავება. ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. ცნობისთვის, საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics