|
2016-05-16 14:00:11, 773 ნახვა
სამხედრო
ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე JTEC-ის პირველი საველე სწავლების გახსნის ცერემონიალი გაიმართა
ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) პირველი საველე სწავლების გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე და ცენტრის ხელმძღვანელი ნატოს მხრიდან, ვიცე-პოლკოვნიკი ოლე ქრისტიან ემაუსი დაესწრნენ. „დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივ ცენტრში პირველი ქვეითი ასეულის შეფასება იწყება, ეს არის 51-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული. პირველ შეფასებას მოჰყვება სხვა ქვეითი ასეულების შეფასება. ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე ყველა ქვეითი ასეული არ გაივლის შეფასებას. ეს შეფასება აღინიშნება ნატოს დოკუმენტებში, რომელიც მზადდება ვარშავის სამიტისთვის. ვფიქრობთ, ამ შეფასებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ უფრო გაზარდოს თავსებადობის დონე ნატოსთან, გაზარდონ საბრძოლო მზადყოფნის დონე, გახდნენ სამაგალითოები სხვა პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის და დაამტკიცონ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არის იმისათვის, რომ გახდეს დიდი ევრო-ატლანტიკური ოჯახის ჯარების სრულფასოვანი წევრი“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ. სწავლებაში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის "ალფა" ასეული მონაწილეობს. აღნიშნული სწავლება პირველია იმ თერთმეტი როტაციული სწავლებიდან, რომელიც JTEC -ში 2016 წლის ბოლომდე გაიმართება. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი ერთკვირიანი საველე სწავლება-შეფასების დროს სხვადასხვა სიმულაციურ საშუალებებს გამოიყენებენ. JTEC ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ცამეტი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც 2014 წელს უელსის სამიტზე დამტკიცდა. JTEC ჩამოყალიბდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების, რეფორმების, მოდერნიზაციის და ტრანსფორმირებისათვის. ასევე JTEC ეხმარება უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებასა და თავსებადობაში ნატოს ქვეყნებს წევრებთან და მათ პარტნიორებთან მოწინავე სწავლების შესაძლებლობებისა და წვრთნების მხარდაჭერის შეთავაზებით. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის წვრთნების კონცეფცია დაფუძნებულია საქართველოს და ნატოს არსებულ უსაფრთხოების პრიორიტეტებზე. სწავლებისას ყურადღება მახვილდება თავდაცვის ოპერაციებზე და ამ ოპერაციებში საქართველოს რელიეფის გამოყენების უნიკალური შესაძლებლობებზე. საველე სწავლებასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრიგადებს და ბატალიონებს JTEC სთავაზობს სიმულაციურ სწავლებას კომპიუტერის გამოყენებით, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის ვირტუალური სისტემების სწავლებების განვითარებას უზრუნველყოფს.
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)