23:21 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 12:22:46, 735 ნახვა

პოლიტიკა
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანდა

მერაბ მეტრეველის განცხადებით, მას პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ადრეც გასჩენია.

მისივე თქმით, არ იყო არც ერთი ისეთი ძალა, რომელსაც ის შეუერთდებოდა, ვიდრე პაატა ბურჭულაძის მოძრაობა არ გამოჩნდა.

„როცა გამოჩნდა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა და მივიღე შემოთავაზება, გადაწყვეტილება უფრო გამარტივდა“, - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

როგორც მეტრეველმა აღნიშნა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ადამიანი შეიძლება მხოლოდ იმიტომ გალანძღონ, რომ პოლიტიკაში წავიდა.

„ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. უპირველესად იმიტომ, რომ იმას ანებებ თავს, რასაც ამდენი ხანი აკეთებდი, ყველაფერს ცვლი და ახალ საქმეს იწყებ. კიდევ იმიტომ, რომ საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ადამიანი შეიძლება მხოლოდ იმიტომ გალანძღონ, რომ პოლიტიკაში წავიდა. პოლიტიკოსობა ჩვენს ქვეყანაში ცუდთან ასოცირდება.

"აუ, რა უნდა, თავს რატომ იფუჭებს?!" "პოლიტიკა ბინძური საქ­მეა!" იცით, რატომ არის პოლიტიკა ბინძური საქმე? იმიტომ, რომ პატიოსანი და ღირსეული ადამიანები ­ თქვენსავით ფიქრობენ და პოლიტიკაში არ მიდიან, შედეგად კი ასპარეზი სხვებს რჩებათ. ჩემი აზრით, პოლიტიკაში უნდა წავიდეს ის, ვისაც გული ერჩის და ფიქრობს, რომ შეუძლია, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს. ეს არ არის პათეტიკა,­ ეს სურვილია”, - აღნიშნა მერაბ მეტრეველი.

მისივე განცხადებით, საქართველოში პროდასავლურ ფლანგზე არის მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან გამოყოფილი პარტიები, ისეთი მაგალითად, როგორიც არის „გირჩი“ და „ქართული ოცნება“ და ის პარტიები, რომლებიც შემდგომ მას გამოეყოფიან.

მერაბ მეტრეველის განცხადებით, თუ საზოგადოებას ამ ორი პარტიისთვის მხარდაჭერა უკვე აღარ უნდა, მათ მხარი პაატა ბურჭულაძის მოძრაობას უნდა დაუჭირონ.

როგორც მერაბ მეტრეველმა განაცხადა, ის პარტიაში შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იმუშავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics