|
2016-05-16 10:58:18, 692 ნახვა
პოლიტიკა
ნინო გოგუაძე ივანიშვილს: დღეის შემდეგ, თქვენი პირადი მტერი ვარ
“თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი მონაა. „ეს არის აბსოლუტურად უსამართლო სასამართლო, საქართველოში სასამართლო არ არსებობს, ეს მოსამართლე არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მონა. არ შევარჩენთ ამ გადაწყვეტილებას, მის გვარს და სახელს ყველა ბოძზე გავაკრავთ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, მე თქვენთან ერთად იმისთვის არ მიბრძოლია, რომ ასეთი უსამართლო სასამართლო იყოს. მე თქვენი პირადი მტერი ვარ დღეის შემდეგ,“- განაცხადა ნინო გოგუაძემ. შეგახსენებთ, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ 5 პირს 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ სხდომა დახურა და განაჩენი ისე გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)