|
2016-05-16 10:44:40, 625 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია ე.წ კაბელების საქმეზე: ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ამ რეჟიმის დასრულების დასაწყისი,- ამის შესახებ „თავისუფალი დედმოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი ალასანიას თქმით, გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი სასამართლო სამქეებში აქტიურად არიან ჩართული, რაც დღესაც გამოჩნდა. „მე ვპირდები ივანიშვილს, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რაც მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს. სიცოცხლის ფასად ვიბრძოლებ, რომ ეს ბიჭები დავიხსნა ტყვეობიდან“, - აღნიშნა იარაკლი ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრადებულებს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას ედავება. ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. ცნობისთვის, საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)