|
2016-05-15 18:57:33, 442 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც რამე დათქმის გარეშე უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას
"თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც უპირობოდ, რამე დათქმის გარეშე უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ნატოში", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა თურქ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. თინა ხიდაშელი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ისმეთ ილმაზს აზერბაიჯანში, ქალაქ გაბალაში ჰეიდარ ალიევის კონგრესცენტრში შეხვდა. სამმხრივი მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებასა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე გაამახვილეს. თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პროექტზე, რომელსაც მხარს თურქეთიც უჭერს. "თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ვისაუბრეთ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე, მომავალ გეგმებზე. თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც უპირობოდ, რამე დათქმის გარეშე უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ნატოში. ვისაუბრეთ კომუნიკაციის გამარტივების ფორმებზე, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავცვალოთ ინფორმაცია. ამ მხრივ გვაქვს კონკრეტული წინადადებები. მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათი ნაწილი წლის ბოლომდე საქართველოში განხორციელდება, ნაწილი - ანკარაში, ნაწილი - ბაქოში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მინისტრს წლის ბოლომდე ვუმასპინძლოთ საქართველოში", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, გადაწყდა, რომ საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროები ერთობლივ წვრთნებსა და სასწავლო პროგრამებზე იმუშავებენ. შეხვედრის ბოლოს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზმა ქართველ კოლეგას წინასწარ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და 24-25 მაისს საქართველოში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე (GDSC) მისი მოადგილის სტუმრობა დაადასტურა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)