12:24 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-15 18:49:44, 606 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელმა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აზერბაიჯანში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება, ყურადღება გაამახვილეს სამხედრო განათლებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაზე.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მინისტერიალის ფარგლებში, ძირითადად, საუბარი იყო ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის უნდა გაფორმდეს. გავიარეთ დეტალები, რომელიც სამინისტროების დონეზე მუშავდებოდა. შევჯერდით დოკუმენტზე და მინისტერიალის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ამ ზაფხულს შევიკრიბოთ ბათუმში. იმედი მაქვს, ორივე მინისტრი გვეწვევა ბათუმში და ეს სამმხრივი მინისტერიალი და მისი საქმიანობა ფორმალიზებულ და ინსტიტუციურ სახეს მიიღებს."

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მონაწილეებს იმ პროგრამებსა და პროექტებში თანამშრომლობა შესთავაზა, რომლებიც საქართველოში ნატოს დახმარებით ხორციელდება.

"საუბარი იყო სამმხრივ ფორმატში გასამართ სწავლებებზე. საქართველომ გამოთქვა სურვილი, რომ 2017 წელს უმასპინძლოს რამდენიმე ასეთ სწავლებას. განსაკუთრებით იმ პირობებში, რაც ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობით გაგვიჩნდა. ვფიქრობ, ღირსეულ პარტნიორობას გავუწევთ თურქულ მხარეს ამ შემთხვევაშიც - სწავლების მაღალი დონის ორგანიზებაში. ამაზე თანხმობა მივიღეთ, ასე, რომ მოვემზადებით 2017 წლის გაზაფხულისთვის", - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
მინისტერიალის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჟურნალისტებმა შეკითხვები ყარაბაღის კონფლიქტის თემაზეც დაუსვეს. რაზეც თინათინ ხიდაშელმა უპასუხა, რომ საქართველოსთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონის სტაბილურობაა და ამ მიზნით ქვეყანა ყველა მეზობელთან სათანადოდ თანამშრომლობს.

" ჩვენ არ ვირჩევთ! არჩევანს არ ვაკეთებთ. მე ერევანში ვიყავი 2016 წლის იანვარში, სადაც ვთქვი, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან... საქართველოს ბევრი მეგობარი, პარტნიორი ჰყავს. ჩვენ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოსთვის რეგიონში მშვიდობაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ვიყოთ სტაბილურობის პაქტის ნაწილი, რომ ვიყოთ მშვიდობის ნაწილი. ჩვენ ვმუშაობთ სომხეთთან, ის ჩვენი მეზობელია და ჩვენს შორის პრობლემები არ იქნება, მაგრამ, როგორც ვთქვით არსებობს პარტნიორობა, გზა, სადაც ერთად მივდივართ - თურქეთი ნატოს წევრია, საქართველოს ნატოს წევრობა სურს. ეს ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას განსაზღვრავს. სომხეთმა განსხვავებული არჩევანი გააკეთა, ის ევრაზიულ კავშირში შევიდა, ჩვენ იქ შესვლას არ ვაპირებთ. ეს ასევე განსაზღვრავს სომხეთთან ჩვენი თანამშრომლობის დონეს - მეგობრულს, სტრატეგიული თანამშრომლობის გარეშე.

ჩვენთან, საქართველოში სომხების დიდი დიასპორა ცხოვრობს, ისეთივე უფლებებით, როგორიც თითოეულ ჩვენგანს აქვს. სწორედ ამიტომ, მათთან მეზობლობა და თანამშრომლობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. მსოფლიოში ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისთვის, ეს ერთადერთი გზაა, რომელიც სამომავლოდ გვესახება. ამ მიმართულებით მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველასთან, მათ შორის რუსეთთან, თუ იქნება განსაზღვრული, რომ საქართველო მიიღონ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და იმუშაონ ჩვენთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან." - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics