00:26 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-15 12:12:03, 563 ნახვა

სხვადასხვა
არჩილ ხაბაძე ქვემო სილეზიის მარშალს ცეზაც ფშიბილსკის შეხვდა

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ქვემო სილეზიის მარშალს ცეზარ ფშიბილსკის და პოლონური დელეგაციის სხვა ოფიცილურ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე  ორ რეგიონს შორის სხვადასხვა მიმართულებით დაწყებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კმაყოფილება გამოთქვა უახლოეს მომავალში, ივნისის თვეში, ვროცლავში დაგეგმილი სასწავლო ტურის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების პოლონური გამოცდილების გაზიარებას თვითმმართველობების მუშაობისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით.

"მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის სფერო მართლაც მრავალფეროვანია. სილეზიის სტრატეგიული განვითარების ინსტიტუტი მზადაა გაგვიზიარონ მათი გამოცდილება რეგიონის სტრატეგიული დოკუმენტების იმპლემენტაციისა და მონიტორინგის კუთხით, ასევე ევროპის ბაზარზე ციტრუსის შეტანისათვის გამარტივებული საბაჟო გადასახადებისა და პროდუქტის ევროსტანდარტებთან შესაბამისაობაში მოყვანის მიმართულებით. პოლონურ-ქართული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ორი რეგიონის დაახლოების საქმეში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს კულტურული აქტივობები" – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

შეხვედრაზე დაიგეგმა ფოტოხელოვანთა და მზატვართა ორმხრივი გამოფენების ორგანიზება და ფოლკლორული ტურნე ქვემო სილეზიაში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა ასევე რეგიონში პოლონური ფოლკლორი ჯგუფების მასპინძლობისთვის. თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებად დაისახა ასევე სოფლის მეურნეობის, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროები.

დღესვე პოლონეთის ოფიციალური დელეგაცია შეხვედრას გამართავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ქართული და პოლონური მხარეები ქ. ქობულეთისა და ქ. მილიჩის პრეზენტაციებს გამართავენ, რაც ქალაქების შემდგომი დამეგობრების წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს.

აღსანიშნავია, რომ ეს ქვემო სილეზიის საპასუხო ვიზიტია. ამა წლის 29 მარტიდან 1 აპრილამდე ქვემო სილეზიას აჭარის ა/რ მთავრობის დელეგაცია სტუმრობდა, რის შედეგადაც თანამშრომლობის მემორანდუმები ბევრი საინტერესო მიმართულებით გაფრომდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics