|
2016-05-14 18:54:58, 1940 ნახვა
პოლიტიკა
ირინა ფრუიძე: პოლიტიკური კარიერა „ქართულ ოცნებას" ორი ნაწილისგან შემდგარი ერთი მიზეზის გამო დავუკავშირე
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრაციას, - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს ახალმა წევრმა ირინა ფრუიძემ პარტიის რიგით მეოთხე ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ირინა ფრუიძის განმარტებით, მან საკუთარი პოლიტიკური კარიერა „ქართულ ოცნებას" ორი ნაწილისგან შემდგარი ერთი მიზეზის გამო დაუკავშირა. „ეს არის საშინაო კურსი."ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი აშენებს ჭეშმარიტ ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს. რაც შეეხება საგარეო კურსს, ეს არის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრაციას",-აღნიშნა პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალმა სახემ. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ წარმატების მიღწევას ერთად შეძლებენ. „ძირითადი პრინციპი ჩემი ცხოვრებისეული და სამუშაო არის დემოკრატია, გუნდურობა. ეს პრინციპები არ შეიცვლება. რაც შეეხება სფეროებს, თუ რა სფეროებში შეიძლება საკუთარი თავი დავინახო, გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს არის- ევროინტეგრაცია, ახალგაზრდული პოლიტიკა, გენდერული თანასწორობა. გარკვეულწილად შემიძლია ჯანდაცვისა და მცირე ბიზნესის განვითარების კუთხითაც ვიმუშავო",-დასძინა ფრუიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)