23:21 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 16:43:13, 558 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: მალე დადგება დრო, როცა თითოეული მოქალაქის ოცნება რეალობა გახდება

მალე დადგება დრო, როცა თითოეული მოქალაქის ოცნება გახდება რეალობა და ჩვენ შეგვწევს იმისი ძალა, გვაქვს უნარი და მოტივაცია, ამ რეალობის შექმნაში ჩვენი რესურსით მივიღოთ არსებითი მონაწილეობა, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღევანდელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პარტიის უმთავრესი ღირებულებები თავისუფლება, ერთობა და პროგრესია.

"ჩვენ ურთულესი 2012 წლის არჩევნები, რთული და დაბრკოლებებით აღსავსე მომდევნო წლები გადავლახეთ. ჩვენ, არ გვიზრუნია პარტიული კომფორტის მოწყობაზე მაშინ, როცა ქვეყანაში ურთულესი ეკონომიკური თუ სოციალური ბარიერები იყო დასაძლევი,ხოლო მოსახლეობა შიშის და ძალადობის წნეხიდან გამოსაყვანი. საქართველო ახალ გზაზე დადგა. სწორ გზაზე - საქართველოში არასდროს დაბრუნდება კლანური ან სხვა სახის რეჟიმის მმართველობა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, ხალხის გვერდით დგომით და ნდობის მანდატით ჩავუყარეთ საძირკველი დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობას. ქვეყნის, რომლის მთავარი ღირებულება თავისუფალი მოქალაქეების ერთობაა, რომლის მართვის სტილი დემოკრატიული და ტოლერანტულია, ქვეყნის, სადაც კანონის ძალით მართავს ხელისუფლება და არა ძალადობით.

ჩვენი ლიდერია ხალხი. ჩვენ სწორება გვაქვს საქართველოს კონსტიტუციაზე, ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია თავისუფლება, ერთობა და პროგრესი. იყო დრო, როცა პარტიის თითოეული წევრი, რეჟიმისგან დაჩაგრული, აღშფოთებული მოსახლეობა დავირაზმეთ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნების საშუალებით მოვახდინეთ არასასურველი ხელისუფლების ცვლა, ჩვენ ყველამ ერთად ოცნების ჯარისკაცებმა და ჩვენმა ამომრჩეველმა თანამედროვე საქართველოს უახლესი ისტორია ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ“,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 4 წელი უაღრესად შრომატევადი და შორსმიმავალ შედეგებზე ორიენტირებული იყო.

"ქართული ოცნების" ძალისხმევით, ამ 4 წლის მანძილზე შეუქცევადი გახდა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსი, გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. იმავდროულად, ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკით, მნიშვნელოვნად ამაღლდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი.  ჩვენი პარტიის რიგები განახლების პროცესშია. ჩვენ ამჯერად ახალი გამოწვევები გვაქვს, ახალი სახეები და ახალი პერსპექტივები. ამ არჩევნებს პარტიაქართული ოცნება, პირველად თავისი ხანმოკლე პოლიტიკური ისტორიის მანძილზე, ხვდება სტაბილურ, ჯანსაღ გარემოში, როცა არჩევნებში მონაწილეყველა სუბიექტს აქვს შესაძლებლობა თანაბარ პირობებში უთხრას ხალხს ის, თუ რა სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის, როგორ ხედავს ჩვენს ერთობლივმომავალს და რის გამო უნდა ენდოს მას ამომრჩეველი.

მინდა აქვე განვაცხადო, სანამ საარჩევნო მარათონი დაიწყება: ჩვენ არ ვაძლევთ მხოლოდ დაპირებებს მოსახლეობას, ჩვენ მათ ვაბარებთ გაკეთებული და დაწყებული საქმეების ანგარიშს, რის საფუძველზეც თვითონ ამომრჩეველი მიხვდება, დაგანსაზღვრავს ვიმსახურებთ თუ არა მათ ნდობას და მხარდაჭერას. ჩვენ წინ გველის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც დარწმუნებული ვართ, თქვენი თანადგომით, ამომრჩევლების მხარდაჭერით შევძლებთ ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას. ეს არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“, ჩვენი პარტიის, ჩვენი პარტიის წევრების გამარჯვება, ეს იქნება ქართველი ხალხის, ქართული დემოკრატიის, განვითარების იმ გზის გამარჯვება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაადგა. მალე დადგება დრო, როცა თითოეული მოქალაქის ოცნება გახდება რეალობა და ჩვენ შეგვწევს იმისი ძალა, გვაქვს უნარი და მოტივაცია ამ რეალობის შექმნაში ჩვენი რესურსით მივიღოთ არსებითი მონაწილეობა",- განაცხადა ყრილობაზე კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics