|
2016-05-14 17:11:40, 1666 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ცნობილია
პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა ცნობილია. ახალი შემადგენლობა პარტიამ დღევანდელ ყრილობაზე დაამტკიცა. ”ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოში რჩებიან: პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე და ნოდარ ხადური, ასევე პოლიტიკურ საბჭოს უერთდება პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. ხოლო, რაც შეეხება პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს, ესენი იქნებიან: დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე. ”მე მჯერა, ჩვენ გავიმარჯვებთ და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ერთობა, განახლებული გუნდი, განახლებული ენერგია, კონკრეტული გეგმები და მკაფიო ხედვა, რომელსაც ჩვენი ხალხი ენდობა და ეჭვი არ შეაქვს, რომ ,,ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი სამშობლოს სიძლიერეს ემსახურება. ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზანს და ქვეყნის სტაბილური განვითარებით მოვუტანთ კეთილდღეობას ყველას. როგორც პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მე დარწმუნებული ვარ, ,,ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში”, - განაცხადა პარტიის ახალმა თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)