23:20 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 17:05:49, 606 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა თანაგუნდელებს მოსახლეობასთან ”პირდაპირი შეხვედრების” დაწყება დაავალა

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა თანაგუნდელებს ხვალიდან მოსახლეობასთან ”პირდაპირი შეხვედრების” დაწყება დაავალა.

როგორც კვირიკაშვილმა სპორტის სასახლეში მიმდინარე ყრილობაზე განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს, რომ „ქართული ოცნება“ იყოს წარმატებული ადამიანების გუნდი, რომელიც ქვეყნის სამსახურში უანგაროდ იდგება.

„ახალ დღის წესრიგს, რომელსაც დღევანდელი რეალობა გვიყენებს, ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება. ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ ამ ამოცანებსა და გამოწვევებს.  უახლოეს მომავალში ჩვენს რიგებში იხილავთ ბევრ ახალ ადამიანს, ბევრ პროფესიონალს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, სრულიად განსხვავებულ, პოზიტიურ დინამიკას შემოიტანენ არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში. დღეიდან, როგორც პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩვენი გუნდის საქმიანობაზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს იყოს წარმატებული ადამიანების გუნდი, რომელიც უანგაროდ იდგება ქვეყნის სამსახურში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ყრილობის დელეგატებს, საკრებულოების ,,ქართული ოცნების“ ფრაქციების წარმომადგენლებს, მიიღეთ ეს დავალებად - ხვალიდანვე დაიწყეთ პირდაპირი შეხვედრები მოსახლეობასთან, კონკრეტულად განსაზღვრეთ პრობლემები ადგილებზე, რათა კიდევ უფრო ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს ჩვენი ხალხის საჭიროებებზე”, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ყრილობის მონაწილეებს.

ცნობისთვის, სპორტის სასახლეში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მე-4 ყრილობა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics