|
2016-05-14 16:49:09, 611 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა ჩემთვის დიდი გამოწვევაა
"ჩემთვის მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის დიდი გამოწვევა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპორტის სასახლეში, პარტია ”ქართული ოცნების” თავჯდომარედ არჩევის შემდეგ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მზად არის, ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის ყველაფერი გააკეთოს. ”მადლობა მინდა ვუთხრა პარტია ,,ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის დიდი გამოწვევა. ჩემი კოლეგების, თანამოაზრეებისა და თანაგუნდელების გულწრფელი მხარდაჭერა და ნდობა ასმაგად აძლიერებს ჩემს პასუხისმგებლობას. მე მზად ვარ, ვემსახურო ჩემს სამშობლოს და ყველაფერი გავაკეთო ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. დიდი პატივია, ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს შეიქმნა და გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარების გზაზე”, - აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის ყოფილ თავმჯდომარეებს - ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ”დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და მის პირველ თავმჯდომარეს, რომლის შექმნილმა პოლიტიკურმა ძალამ მოახერხა და მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება. ასეთი პრეცედენტი საქართველოს მანამდე არ ჰქონია. ჩვენმა პარტიამ, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, პოლიტიკური ცხოვრების ყველა ეტაპი გაიარა. სულ მოკლე ხანში, დევნისა და შევიწროების მიუხედავად, ”ქართული ოცნება” ახალშექმნილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიიდან ქვეყნის მმართველ პარტიად იქცა და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ურთულეს და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში უხელმძღვანელა პარტიას და, როგორც პრემიერ-მინისტრმა, წარმატებით გააგრძელა ქვეყნის მართვა. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიტიკურ საბჭოს, პარტიის თითოეულ წევრს, მხარდამჭერს, ყველას, ვინც ურთულეს პერიოდში ემსახურა ქვეყანას და წვლილი შეიტანა საქართველოს აღმშენებლობის საქმეში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, სპორტის სასახლეში პარტია ”ქართული ოცნება” რიგით IV ყრილობას მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)