23:22 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 13:57:33, 570 ნახვა

პოლიტიკა
დავითაშვილი: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერა ჩემი ძველი ვალია

დეპუტატ კობა დავითაშვილის განცხადებით, ის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მისი მხარდაჭერა აუცილებელი იყო.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი მან 4 წლის წინ დასვა და მისი მხარდაჭერა "პირადი ვალი" იყო.

"აღარც ვღებულობ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას. ამ კანონპროექტის მხარდაჭრა ჩემი ძველი ვალია, ჩემი სინდისის წინაშე. ეს საკითხი ოთხი წლის წინ დავსვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირება იყო საჭირო. ჩემი დასმული საკითხი ბევრია, მაგრამ დღის წესრიგში არცერთი აღარ არის. მოწინააღმდეგეები უკვე აკონტროლებენ საკონსტიტუციო სასამართლოს და ამ კონტროლის დაკარგვა არ სურდათ. ეს კანონი მათ ამ კონტროლის საშუალებას აღარ მისცემს“, - განაცხად კობა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი მესამე მოსმენით დღეს მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

სხდომას პროტესტის ნიშნად ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღებით სასამართლო სისტემის ჩამონგრევა ხდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics