23:22 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 13:38:39, 548 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიშვილი: პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას

დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტის  გადმოგზავნას პრეზიდენტის ადმინსტრაციაში, გავმართავთ კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ამის შემდგომ მიიღებს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტის ადინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება მოხდა ფორსირებულად ძალიან სამწუხაროა.

„მესამე მოსმენით ისე მოხდა კანონის მიღება, რომ აქამდე არ არის ვენეციის კომისიის დასკვნა და უკვე გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს, რაც ძალიან სამწუხაროა.  საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას არ შეექმნას არანაირი საფრხე. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საკუთარი შეშფოთება გააცნო, როგოც პრემიერ- მინისტრს, ისე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ისაუბრა საკომიტეტო მოსმენების დროს. ჩვენ დაველოდებით ამ კანონის გადმოგზავნას პრეზიდენტის ადმინსტრაციაში, შემდგომ გავმართავთ კონსულტაციებს  ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ამის შემდგომ მიიღებს პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით,  კანონპროექტის გადაგზავნისთვის პარლამენტს შვიდდღიანი ვადა აქვს, ხოლო პრეზიდენტს ათი დღე აქვს იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი მესამე მოსმენით დღეს მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

სხდომას პროტესტის ნიშნად ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღებით სასამართლო სისტემის ჩამონგრევა ხდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics