21:47 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 13:26:41, 595 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტოს (Export Development Canada) ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ბრიუს დანლოპს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას დავით ზალკალიანმა კანადურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნეს შესაძლებლობების, საინვესტიციო კლიმატის, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 4 პუნქტიანი რეფორმების გეგმის, საქართველოს საგარეო სავაჭრო რეჟიმების, ქვეყნის სატრანსპორტო-სატრანზიტო შესაძლებლობების, მიმდინარე მასშტაბური საინვესტიციო პროექტების და უახლოეს მომავალში საქართველოში დაგეგმილი მსხვილი საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ.

მხარეებმა ასევე განიხილეს კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტოს მუშაობის მიმართულებები და საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლო გზები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქართული მხარე აქტიურად ითანამშრომლებს კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან უახლოეს მომავალში შესაბამისი ბიზნეს დელეგაციების გაცვლის მიზნით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics