05:40 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 16:00:24, 321 ნახვა

საზოგადოება
მინდია ჯანელიძე ბაბუშერას ტრაგედიისას დაღუპულთა პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მინისტრი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას გარდაცვლილი 5 ქართველი გმირის პანაშვიდს დაესწრო. მინდია ჯანელიძემ ქართველი გმირების ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და გმირების თანამებრძოლები დაესწრნენ.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძრიდან გიორგი ჩარგეიშვილის, მალხაზ ფირანიშვილის, ზურაბ მელიშიანის, რუსუდან ჩხეტიანისა და კახა აბულაძის ნეშტებს თანამებროძოლების გვერდით დიღმის ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ დღეს დაკრძალავენ. 22 წლის წინ ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული ხუთი მებრძოლის ნეშტის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics