2016-05-13 21:38:24, 523 ნახვა
სპეციალური ანონსი
14 მაისის სპეციალური ანონსი
14 მაისს, 09:30 საათზე, ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“ ფარგლებში, ტანკსაწინააღმდეგო საველე სწავლება გაიმართება. სწავლებაში მონაწილე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცედურების გავლის მიზნით, ვაზიანის პოლიგონის შესასვლელთან 08:30 საათზე უნდა გამოცხადდნენ.
საკონტაქტო პირი ირაკლი გურგენიძე - 577 19 88 66
14 მაისს, 10:30 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
14 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო ”ბეტსიში”, HR პროფესიონალთა გილდიის ორგანიზებულ მეორე საერთაშორისო HR კონფერენცია - “თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები ადამიანური რესურსების მართვაში” გაიმართება.
მის: მაყაშვილის ქ. # 32/34
14 მაისს, 11:30 საათზე, პარტია "მემარცხენე ალიანსის" ლიდერები კახა ძაგანია, პაატა ჯიბლაძე და კოკა გუგუშვილი ფოთსა და მარტვილში პარტიის რაიონული ოფისების გახსნას დაესწრებიან, შეხვდებიან პარტიულ აქტივს, ადგილობრივ მოსახლეობას და მათგან რაიონში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.
მის.: მარტვილი - მშვიდობის ქ. #4 / 11:30 სთ; ფოთი - ფოთის ცენტრი, რუსთაველის რკალი, ბ. 28, პარკთან, აკაკის ქუჩის თავში / 14:00 სთ.
საკონტაქტო პირები: გოჩა ცაგურია - 595 30 66 40 (მარტვილის კოორდინატორი), აკაკი ცაგურია - 551 57 77 12 (ფოთის კოორდინატორი), ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642 (პრესცენტრი)
14 მაისს, 12:00 საათზე, - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში დავით ბაქრაძის პრესკონფერენცია გაიმართება
14 მაისს, 12:00 საათზე, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისს წერეთელზე, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში გადაიხდის.
14 მაისს. 13:00-ზე ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განახლებული განყოფილება გაიხსნება. გახსნას დაესწრებიან უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია II, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული. მის: /ლუბლიანას ქ.66 საკონტაქტო პირი:საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თამარ ყიფიანი 599 14 69 41
14 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, დამოუკიდებელი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივით გამოფენა - "ალექსანდერსდორფი - თბილისში დაკარგული გერმანული სოფელი" მოეწყობა. გამოფენის ფარგლებში ნესტან თათარაშვილის ილუსტრირებული ლექცია - "გერმანელები საქართველოში - 1817-2017" გაიმართება.
მის: თავისუფლების N:2
14 მაისს, 13:00 საათზე, 5 დეკემბრის ქუჩაზე ირაკლი ალასანია სხვა ლიდერებთან ერთად ისნის მოსახლეობას შეხვდება და საარჩევნო პროგრამას გააცნობს.
14 მაისს, 16:00 საათზე, სპორტის სასახლეში ”ქართული ოცნების” ყრილობა გაიმართება.
14 მაისს, 17:00 საათზე, თსუ I კორპუსში (სააქტო დარბაზში) არასამთავრობო ორგანიზაციების Speak Up in Georgia & JCI Georgia-ს მიერ ჩატარდება ქალთა გაძლიერების პროექტის დახურვის ცერემონია.
14 მაისს, 17:00 საათზე, ”თიბისი გალერეა” გამოფენას „თვითგამოხატვა“ უმასპინძლებს, რომელიც ფოტოკონკურს „ქოლგას“ ფარგლებში გაიმართება.
მის: მარჯანიშვილის ქ. #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან