21:47 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 18:57:05, 615 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა ჩიტაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე სიურპრიზები მოსალოდნელია

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ პარტიულ ყრილობაზე სიურპრიზები მოსალოდნელია.

როგორც პოლიტოლოგმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, არ არის გამორიცხული რომ ხვალვე გახდეს ცნობილი პარტიული სიის დეტალები.

„მგონია, რომ ახალი ადამიანები იქნებიან წარდგენილი პარტიულ სიაში, არ ვიცი რამდენად გახმაურდება ხვალვე აღნიშნული ინფორმაცია, მაგრამ ცვლილებები მოსალოდნელია. ალბათ ხვალინდელ ყრილობაზე შეთანხმდებიან.

მართალია „ქართული ოცნება“ NDI-ს კვლევებს უნდობლობას უცხადებენ, მაგრამ მგონია რომ ისინი ანგარიშს უწევენ IRI-ს და NDI-ს კვლევებს. აცნობიერებენ, რომ მათი რეიტინგი დაცემულია, ისევე როგორც „ნაცმოძრაობის“. ისინი („ქართული ოცნების“ ლიდერები) აცნობიერებენ, რომ ახალი სახეები და ინტელექტუალი ადამიანები უნდა იყვნენ წარმოდგენილი. რამდენადაც ვიცი, განიხილება საკითხი, რომ პარტიულ სიაში ეკონომიკის ექსპერტები და პოლიტოლოგები, ასევე თბილისის საკრებულოს წევრები იყვნენ წარდგენილი.

ვფიქრობ, რომ სიურპრიზები მოსალოდნელია. შესაძლოა ვიხილოთ ახალი საახეების წარდგენა და ზოგიერთი ძველი სახის გარიცხვა ან გამიჯვნა პარტიიდან“, - აღნიშნა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, მეჭიაურისა და ნიშნიანიძის დღევანდელი განცხადებები იმაზე მინიშნებაა, რომ ზოგიერთი მოქმედი დეპუტატის პარტიისგან გამიჯვნა მოხდეს.

„არ არის გამორიცხული, რომ პარტიიდან თამაზ მეჭიაურის გარიცხვა მოხდეს. დღეს თავად მეჭიაურმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს პარტია დატოვოს. გარკვეული უკმაყოფილება ომარ ნიშნიანიძემაც გამოთქვა, ამიტომ არ არის გამორიცხული რომ გარკვეული ადამიანები - დღევანდელი ზოგიერთი დეპუტატი პარტიულ სიაში წარდგენილი აღარ იყოს“, - განუცხადა ნიკა ჩიტაძემ „ექსპრესნიუსს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics