21:48 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 18:09:28, 516 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: რუსეთთან ურთიერთობების დროს, ვცდილობთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ვიყოთ

 „რუსეთთან ურთიერთობის დროს, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ვიყოთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს მომავალში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით ჩვენი სტრატეგიული მიზნების დათმობას“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა შესაბამის გზავნილებს აგზავნის,  რათა რუსი პოლიტიკოსების მიერ საქართველოს სწრაფვა დასავლეთისკენ მეზობლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებად არ იქნეს აღქმული.

 „ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან არსებული დაძაბულობის დეესკალაციას, სავაჭრო და ადამიანებს შორის უშუალო ურთიერთობის ღიაობის უზრუნველყოფას. თუმცა, ისევ და ისევ, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზნების დათმობის ხარჯზე. მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთი ანალოგიური მოქმედებებისთვის მზადყოფნას არ იჩენს", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღშფოთება გამოთქვა ცხინვალის დე-ფაქტო ხელმძღვანელობის გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ შესაძლო რეფერენდუმის ჩატარებას ეხება.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს განცხადება საერთაშორისო სამართლის მოქმედ პრინციპებს სრულიად ეწინააღმდეგება.

„გრძელდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ადმინისტრაციულ სასაზღვრო გამყოფ ზოლზე მძევლად აყვანის/გატაცების ფაქტები; აფხაზეთში, გალის რაიონში, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ეზღუდება განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლება. ჩვენ გვსურს, ამ საკითხებს მივაპყროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება. ორი დღის წინ შევხვდი თომას ჰამერბერგს, რომელსაც ევროსაბჭოს მიერ აფხაზეთში ჰუმანიტარული მდგომარეობის შეფასება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა აქვს დავალებული. მე მასთან მორიგი შეხვედრა ორშაბათს მექნება. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია. გამოწვევების მიუხედავად, ვცდილობთ გავატაროთ ნდობის აღდგენისკენ მიმართული პოლიტიკა და მივიღოთ შესაბამისი ზომები, რაც გულისხმობს  აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა  განათლების უფასო სერვისების უზრუნველყოფას. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომები იმედისმომცემ შედეგებს იძლევა", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ქართველებს, აფხაზებსა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შორის ნდობა ხელახლა ყალიბდება.

მისივე განცხადებით, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მთავრობა თანმიმდევრული იქნება.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო, გასული ათწლეულების მანძილზე რამდენიმე კონფლიქტის შედეგად დაკარგული ნდობის აღსადგენად, მშვიდობიან ზომებს თანმიმდევრულად იყენებს. ამ კონფლიქტების გადასაჭრელად შეიარაღებული ძალის გამოყენება დაუშვებელია, არსებობს მხოლოდ მშვიდობიანი გამოსავალი, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მიიღწევა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics