|
2016-05-13 13:35:24, 584 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ნებისმიერ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეს შეუძლია, საქმე პლენუმში გადაიტანოს, რითაც განსხვავებული აზრი იკარგება
დეპუტატები პლენარულ სხდომაზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მუხლობრივად განხილვას აგრძელებენ. კანონპროექტის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია. სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს კანონპროექტის ერთ-ერთ ჩანაწერთან დაკავშირებით კითხვა გაუჩნდა. უსუფაშვილის თქმით, წარმოდგენილი ცვლილებებით, ნებისმიერ განსხვავებული აზრის მქონე ერთ მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს, საქმე განსახილველად პლენუმში გადაიტანოს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას. ამით კი, უსუფაშვილის შეფასებით, განსხვავებული აზრი იკარგება: „მემგონი, საკმაოდ საყურადღებო საკითხს ვეხებით. ფორმულირება, რომელიც ამწუთში დევს ჩვენს წინ, ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი განსხვავებული მოსაზრების მქონე ერთი მოსამართლე პრაქტიკულად შემძლეა იმისა, რომ საქმე გადაიტანოს პლენუმში. მაშინ განსხვავებული აზრი იკარგება თავისთავად, იმიტომ, რომ თუ ვარ მოსამართლე, თუ არ ვეთანხმები კოლეგებს, მე მაქვს ბუნებრივი სურვილი და მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა გადავიტანო საქმე სხვაგან იმისთვის, რომ ჩემი სამოსამართლეო პოზიცია, წმინდა სამართლებრივი ხედვა, ჩემი სინდის კარნახი, თუ ასე შემდეგ, თუ მაქ ამის საშუალება, რომ სადმე სხვაგანაც იქნეს განხილული, რატომ არ უნდა გავეკთო. ვლაპარაკობ ჩვეულებრივ ვითარებაზე, როდესაც განსხვავებული აზრი აქვს 4-დან ერთ მოსამართლეს.თუ ეს განსხვავებული აზრი მას საშუალებას აძლევს, რომ სხვაგანაც კოლეგების წრეში გაარკვიოს ეს ამბავი და არა ისე, რომ უბრალოდ გადაწყვეტილებას დაურთოს ეს აზრი, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა გაკეთდეს ეს ასე. პრაქტიკულად, იქამდე ხომ არ მივდივართ, რომ 4 მოსამართლიდან ოთხივე თუ არ უჭერს მხარს, მაშინ ავტომატურად პლენუმზე გადადიოდეს საქმე. ერთის ლოგიკა იქნება დავასაბუთოთ“,-მიმართა დავით უსუფაშვილმა ეკა ბესელიას. ბესელიას თქმით, მოსამართლე პლენუმს არა სავალდებულო წესით, არამედ შუამდგომლობით მიმართავს. ამასთან, ბესელია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის შალვა შავგულიძის შენიშვნასაც გამოეხმაურა კოლეგიური ორგანოს დაკნინების თაობაზე და აღნიშნა, რომ კოლეგიური ორგანოს დაკნინებაზე საუბარი უადგილოა, რადგან პლენუმიც კოლეგიური ორგანოა: „მეტი ჩაღრმავება სჭირდება ამ ჩანაწეერს. უფრო მკაცრი ჩანაწერია ახლა, ვიდრე ჩვენ შემოგვაქვს. ჩანაწერით ორგანულ კანონში ამავე მუხლში წერია, კოლეგიას შეუძლია იმ ორ შემთხვევაში და ეს ორი შემთხვევა აქაც დაცულია ჩვენს ცვლილებაში, როდესაც განსხვავდება კოლეგიიის პოზიცია ადრე არსებული სასამართლოს პრაქტიკისგან, მეორე შემთხვევაა, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეს ეხება საკითხი, არა ისე, როცა ყოველთვის უნდა და რა ხასიათხზე დადგება ეს ერთი ახირებული მოსამართლე, როგორც ბატონმა ტარიელმა თქვა. ჯერ ერთი ახირებულ მოსამართლეებს არავინ უნდა ირჩევდეს. საფუძველი რაც არის დღეს არსებულ ჩანაწერში, რომ კოლეგია ზუსტად ამავე საფუძვლით გადასცემს პლენუმს და მოქმედი ნორმით, პლენუმი იღებს ამ საქმეს და თავად გადაწყვეტილებას. ჩვენი ვერსიით, ერთი ადამიანი ყველას წინააღმდეგ კიარ მიდის, ერთი მოსამართლეც თუ ხედავს, რომ კანონში არსებულ საფუძველზე მისი პოზიცია არის განსხვავებული ადრე არსებული პრაქტიკისგან, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეა, შუამდგომლობით მიმართავს პლენუმს. სავალდებულო წესით კიარ აკეთებს ამას, არამედ შუამდგომლობით მიმართავს პლენუმს და პლენუმი იღებს გადაწყვეტილებას.ბატონო შალვა, როცა ამბობთ, რომ კოლეგიურ ორგანოს აკნინებთ, უკაცრავად, პლენუმი კოლეგიური ორგანო არ არის? პლენუმი ყველაზე მაღალი ორგანოა და 7 დღეში იღებს გადაწყვეტილებას, უბრუნებს ისევ კოლეგიას, თუ თვითონ პლენუმი იღებს გადაწყვეტილებას. სად ხედავთ აქ საფრთხეებს, შეთქმულებას, ლეგენდას. თუ, 6 ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, ერთი ვთქვათ ახირებული მოსამართლეა, რა არ ვენდობით იმ 6 მოსამართლეს?! ლოგიკა არ მესმის. მოქმედ ნორმაში გაცილებით მკაცრი სტანდარტია“,-განაცხადა ეკა ბესელიამ. ვინაიდან გუშინდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ვერ დაასრულა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა, მასზე დღევანდელ სხდომაზე მსჯელობენ. საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია და მთელ რიგ მუხლებთან დაკავშირებით მიღწეულია კონსენსუსი. მომხსენებელმა დეპუტატებს ის ძირითადი ცვლილებები გააცნო, რაც კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ შევიდა. ერთ-ერთი ასეთი ცვლილების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება, ხოლო რა დროში მოხდება მისი ვებგვერდზე ატვირთვა, ეკა ბესელიას განმარტებით, ეს სასამართლოს დისკრეცია იქნება. პროექტის პირველი ვერსიაში ეწერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ მისი გამოქვეყნება. უმცირესობის წევრებისთვის მიუღებელია ცვლილება, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ნაცვლად 10 დღისა, აირჩევა შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე. ისინი არ ეთანხმებიან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის ასარჩევად საჭირო კვორუმის 5-დან 6-მდე გაზრდას. როგორც პარლამენტის ადამიანის ეკა ბესელიამ განმარტა, კვორუმის გაზრდის შემთხვევაში, მიღებულ გადაწყვეტილებებს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნებათ, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არ იზიარებენ, კანონპროექტის იმ ჩანაწერსაც, რომლის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა“. სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი და არა 6 წევრი, როგორც ეს პროექტში იყო მითითებული.
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)