|
2016-05-13 13:01:45, 591 ნახვა
პოლიტიკა
სტუდენტებსა და მკვლევარებს ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ
ევროპარლამენტმა ახალი რეგულაცია მიიღო, რომლის თანახმად, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების სტუდენტები და მკვლევარები, სწავლისა თუ კვლევითი სამუშაოს ჩატარების შემდეგ, ევროკავშირში დარჩენასა და დასაქმებას შეძლებენ, - ამის შესახხებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებ-გვერდზეა განთავსებული. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალი რეგულაციის თანახმად, სასწავლო პროცესის ან კვლევითი სამუშაოს დასრულების შემდეგ, მესამე ქვეყნის სტუდენტებსა და მკვლევრებს უფლება ექნებათ, ევროკავშირის ტერიტორიაზე სულ მცირე 9 თვით დარჩნენ, იმისთვის, რომ სამსახური იშოვონ ან ბიზნესი დაიწყონ. ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ ამ ადამიანების უნარების რეალიზება ევროპას სარგებელს მოუტანს. აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, მესამე ქვეყნების სტუდენტები და მკვლევრები ევროკავშირის ტერიტორიაზე, ანუ ერთი წევრი სახელმწიფოდან მეორეში გადაადგილებას უფრო მარტივად შეძლებენ. „მომავალში, მათ აღარ დასჭირდებათ ახალი სავიზო აპლიკაციის შევსება, არამედ მხოლოდ უნდა შეატყობინონ წევრ სახელმწიფოს, სადაც აპირებენ ჩასვლას, მაგალითად ერთი გაცვლით სემესტრზე დასწრების მიზნით. მკვლევარებს კი ექნებათ საშუალება, ჩავიდნენ უფრო ხანგრძლივი პერიოდით, ვიდრე ამჟამად არის დაშვებული“, - ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში. აღნიშნული რეგულაციის თანახმად, მკვლევარებისთვის დაწესდება კიდევ ერთი შეღავათი, რომელიც მათ უფლებას მისცემს, ოჯახის წევრები თან წაიყვანონ. მათ ევროპაში ყოფნის პერიოდში მუშაობის უფლებაც ექნებათ. რაც შეეხება სტუდენტებს, მათ მიეცემათ უფლება კვირაში 15 საათი იმუშაონ. რეგულაცია კიდევ ერთ სიახლეს ითვალისწინებს: მისი ამოქმედების შემდეგ ევროპული სამოხალისო პროგრამების სტაჟიორებისთვის და მოხალისეებისთვის დაწესდება ევროკავშირში ჩასვლის ერთიანი პირობები და უკეთესი დაცვითი მექანიზმები მათი იქ ყოფნის პერიოდში. ევროდეპუტატის სესილია უიკსტრომის თქმით, ამ რეგულაციის მიღებით ევროკავშირმა სათანადადოდ დააფასა მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების ხელშეწყობის მნიშვნელობა. „უდავოდ, ეს ნიშნავს რომ ევროპული უნივერსიტეტები მსოფლიო არენაზე უფრო კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი გახდებიან“, - განაცხადა მან. ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა ძალაში. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რეგულაცია საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობაში არაუგვიანეს 2 წლისა უნდა შეიტანონ.
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)