21:47 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 11:46:29, 484 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ აშშ-ში შეხვედრები გამართა

11-12 მაისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით  ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დავით ბაქრაძემ 11 მაისს, შეხვედრები გამართა ამერიკელ კონგრესმენებთან-რენდი ვებერთან და სტივ ჩაბოსთან. შეხვედრებზე მიმდინარე წლის 7-8 ივნისს დაგეგმილი ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესის სათანადოდ ასახვა საბოლოო დოკუმენტში. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე საუბრისას კონგრესმენებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ქართულ-ამერიკული სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 2016“ მნიშვნელობა.

შეხვედრებზე იმსჯელეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ამ კუთხით, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მიზნით ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე.  თავის მხრივ, კონგრესმენებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები  იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე და ურყევი მხარდამჭერი. კონგრესმენმა სტივ ჩაბომ გამოთქვა მზაობა შეუერთდეს კონგრესში საქართველოს საკითხზე მომუშავე ჯგუფს.

დავით ბაქრაძემ 11 მაისს, ასევე, შეხვედრები გამართა მარშალის ფონდის შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამის დირექტორთან ალიან ინაიესთან და ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტთან ფრენსის ბერველთან.  შეხვედრებზე   საქართველოს ნატოში ინტერაციის, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური წინსვლის, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შეხებ ისაუბრეს. მიმოიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. შეხვედრებზე, როგორც ატლანტიკურ საბჭოში, ისე მარშალის ფონდში, საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებზეც იმჯელეს, მათ შორის, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიმართულებით.

12 მაისს, სახელმწიფო მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ტომას მელიას შეხვდა. დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა განვითარების სააგენტოს საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში.  შეხვედრაზე გამოითქვა იმედი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღმავებისა და დახმარების ახალი ინსტრუმენტების შემუშავების თაობაზე.                                                                    

ვიზიტის ფარგლებში, დავით ბაქრაძემ, ასევე, 12 მაისს ქ.ვაშინგტონში მონაწილეობა მიიღო ლევან მიქელაძის ფონდისა და ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო კვლევების ცენტრის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მუშაობაში - „საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიული საფუძველი.   კონფერენციის სამუშაო სესიაზე: „ტრანსატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკა, დემოკრატია“ სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასა და აღნიშნული პროცესის ფარგლებში ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა. კონფერენციის მუშაობაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯით ბრინკი, ასევე, კონგრესის, საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მკვლევარები და ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics