2016-05-13 11:06:48, 635 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, საჩხერეში 9 ადამიანი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რუსი ოკუპანტების მიერ საჩხერეში საქართველოს 9 მოქალაქის დაკავებას ადასტურებენ.
როგორც „ექსპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, მოქალაქეები ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით აიყვანეს.
უსაფრთხოების სამსახურში მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან