2016-05-12 21:41:16, 573 ნახვა
სპეციალური ანონსი
13 მაისის სპეციალური ანონსი
13 მაისს,10.00 საათზე, 112-ის ოფისთან, თბილისის დამკრძალავი ბიუროების თანამშრომლები აქციას გამართავენ.
თემა: “სარიტუალო მომსახურების შეთავაზება სხვადასვა სამსახურების მიერ, კანონის და გადასახადების გვერდის ავლით”.
საკონტაქტო პირები: ნოდარი - 599955420, ბესო - 598000111
13 მაისს, 11:00 საათზე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ცენტრალურ ოფისში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP -ის თანადაფინანსებით, 5 საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები (ISO22000:2005) დაინერგება.
საკონტაქტო პირი გიორგი ავალიანი - 591 41 08 41
მის: ახმეტელის ქ. #10ა (კინოსტუდიის ეზო,მესამე სართული)
13 მაისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
13 მაისს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
13 მაისს, 12:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი წიგნიერების საერთაშორისო კვლევის მიმდინარეობას დაესწრება.
მის: ქეთევან წამებულის გამზირი, თბილისის #89 საჯარო სკოლა
13 მაისს, 12:30 საათზე, ევროპის დღეების ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიკა რაქვიაშვილი თავიანთ ნაციონალურ კერძებს მოამზადებენ.
13 მაისს, 13:00 საათზე, Chek In Georgia-ის მთავარი პარტნიორი LCG-ის ვიცე-პრეზიდენტი, მინდია გადაევი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე დინამო არენაზე თანამშრომლბის მემორანდუმს გააფორმებენ.
13 მაისს 13.00 სთ-ზე თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლებს. ცენტრის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეები ელემენტარულ რეანიმაციულ ღონისძიებებს გაეცნობიან. მის. ქერჩის ქ. 8. საკონტაქტო პირი - თამარ მჭედლიშვილი. ტელ: 5 77 72 02 29
13 მაისს, 13:00 საათზე, მარნულში „საქართველოს ფოსტის“ რიგით მე-15, განახლებული სერვისცენტრი გაიხსნება.
13 მაისს, 14:00 საათზე, ”თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართება.
13 მაისს, 14:00 საათზე, ”ცენტრ პოინტისგან” დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან აქციას გამართავენ.
ტელ: 593 15 34 56
13 მაისს, 14:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია გურიის მხარის ადგილობრივ თვითმმართველობებთან საჯარო შეხვედრას გამართავს.
მის.: ოზურგეთი, ჭავჭავაძის ქ. #14. „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“.
საკონტაქტო პირი რუსუდან შამუგია - 577 47 99 99
13 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასერტიფიკატო კურსის „კლიმატის ცვლილება“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის: გ.წერეთლის #1, G 106 აუდიტორია
13 მაისს, 16:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, თასების მფლობელთა თასის მოგების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მემორიალური დაფა გაიხსნება.
13 მაისს, 16:30 საათზე, სასტუმროში Tbilisi Marriot მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართება.
13 მაისს, 18:00 საათზე, საბანკეტო დარბაზ „პოლუსში“ უძველესი ასურული ენის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საბანკეტო საღამო გაიმართება.
მის.: ვაზისუბნის მე-2მ/რ
საკონტაქტო პირი ეკატერინა ბიტკაში - 558 924 38
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან