20:08 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 19:49:33, 550 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება

2016 წლის 13 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელი მოეწერება „საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას“.

თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის პირველად ფორმდება და იგი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის საფუძველს. დოკუმენტის გაფორმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას სხვადასხვა სფეროებში, როგორიც არის ვაჭრობა და ინვესტიციები, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, კულტურა, განათლება და სხვა.  შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ.    

აღსანიშნავია, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საუდის არაბეთის სამეფოსთან ურთიერთობების გაღრმავებას და ამ მიმართულებით ბოლო წლების განმალობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics