|
2016-05-12 16:42:53, 574 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი ზაფხულში იგეგმება
ჩვენთვის ეს განცხადებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხელს უწყობენ და აძლიერებენ ჩვენს პოზიციებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარის, კონგრესმენ ტედ პოს მიერ გაკეთებულ განცხადებას. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კონგრესმენი პო გახლავთ აშშ კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოსგან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერა. უწყების ინფორმაციით, ტედ პომ ჯერ კიდევ გასულ წელს გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტის დროს საქართველოს მეგობართა ჯგუფი დემოკრატ კონგრესმენთან ერთად დააფუძნა და მას შემდეგ ამ ჯგუფის აქტიურობა ყოველდღიურად იზრდება. „ისინი ძალიან აქტიურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ინტერესდებიან საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობით და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესით. ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით. ჩვენ ყოველი ვიზიტის დროს ვახდენთ მათ ინფორმირებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის, არამედ კონგრესის მხრიდანაც იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა, ცნობადობა იმ რეფორმების, რომელიც საქართველოში ხორციელდება და იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით კონგრესმენ პოს განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო, დასავლელი პარტნიორების თვალში, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების თვალში აღიქმება, როგორც ლიდერი ქვეყანა დემოკრატიული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმენმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა, აშშ-ისა და ნატო-ს მოკავშირეების მხრიდან საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ საქართველოსა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა შედის ამერიკის ეროვნულ ინტერესებში. „აღნიშნული შეფასებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კონგრესმენ პოს საქართველოს ასეთი მტკიცე მხარდაჭერისთვის, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. „კონგრესმენი პო ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველო არის ლიდერი დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით. ასევე ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ განვითარებას ეხება. ეს არის კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება და ა.შ. იგი არა მარტო ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს, არამედ ასევე მოუწოდებს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენთვის აღნიშნული შეფასებები არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კონგრესმენ პოს საქართველოს ასეთი მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. ჯანელიძის ინფორმაციით, მეგობარი ჯგუფის წევრი კონგრესმენების ვიზიტი საქართველოში ზაფხულში იგეგმება. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მეგობართა ჯგუფის და კონგრესმენ ტედ პოს მხრიდან მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება, რომელიც ასევე განიხილება კონგრესში. მისი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმენ პოსა და აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხრიდან მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება, რომელიც ამჟამად განხილვის სტადიაშია. აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ტედ პომ წარმომადგენელთა პალატის 114-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს თაობაზე მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. კონგრესმენის განცხადებაში აღნიშნულია საქართველოს პროგრესი დემოკრატიული ტრანსფორმაციის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ეკონომიკური რეფორმების კუთხით. ”ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რათა გაჟღერდეს გზავნილი, რომ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული მეგობარი. გარდა ამისა, საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო. ქართველი ხალხი იზიარებს დასავლურ ღირებულებებს და მოსახლეობის 70%-ზემეტი მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე”, - განაცხადა კონგრესმენმა ტედ პომ.
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)