|
2015-02-24 12:52:32, 665 ნახვა
ეკონომიკა
მადლიერების დღეები და საჩუქარი ყველა მომხმარებელს - „ტექნო ბუმი“ 5 წლისაა
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ 5 წლისაა. საიუბილეო წელთან დაკავშირებით და მომხმარებელთა მიმართ მადლიერების ნიშნად, ტრადიციულად „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით მადლიერების კვირეული დაიწყო. 24 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, „ტექნო ბუმის“ მაღაზიებში მისულ მომხმარებელს საზეიმო განწყობა და საჩუქრების დიდი ბუმი დახვდება. მხოლოდ მადლიერების დღეებში, ნებისმიერი ღირებულების ნივთის შეძენისას, მყიდველი დოლურადან სპეციალურ ბარათს თავად ამოიღებს, ბარათზე კი საჩუქრის დასახელება იქნება მითითებული. „ტექნო ბუმის“ ინფორმაციით, ყველა ბარათი მომგებიანია, ასე რომ 24 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მაღაზიებში მოსული ყველა მომხმარებელი დასაჩუქრდება. საჩუქრები კი ძალიან შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია. მათ შორისაა: ტელევიზორები, მობილური ტელეფონები, პლანშეტური კომპიუტერები, სარეცხი მანქანები, გაზქურები, ბლენდერები, მაცივრები ჩოპერები, მტვერსასრუტები და სხვა დასახელების ტექნიკა, რაც „ტექნო ბუმის“ ქსელშია წარმოდგენილი. „როგორც იცით, ტექნო ბუმი 5 წელია უკვე ტრადიციულად თავის დაბადების დღეს მადლიერების ნიშნად უძღვნის მომხმარებელს და საჩუქრებს გასცემს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ღირებულების ნივთს შეიძენთ, ნებისმიერ შემთხვევაში დოლურადან თავად ამოიღებთ სასაჩუქრე ბარათს, სადაც საჩუქრის დასახელებას აღმოაჩენთ. შესაძლოა, ჩაიდანი შეიძინოთ და საჩუქრად ტელევიზორი მიიღოთ, ან მაცივარი იყიდოთ და საჩუქრად გაზქურა გადმოგეცეთ, ასე რომ ჩაერთეთ მადლიერების კვირეულში და დასაჩუქრდით მსოფლიო ბრენდების ტექნიკით“, -აცხადებენ „ტექნო ბუმში“. გარდა ამისა, სპეციალურად 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ტექნო ბუმმა“ ყველაზე ლოიალური მომხმარებელი გამოავლინა. შალვა ბახტაძემ 5 წლის განმავლობაში „ტექნო ბუმში“ ყველაზე მეტი ღირებულების ნივთი შეიძინა და მას “ტექნო ბუმისგან“ საჩუქრად 50 დუიმიანი LED ტელევიზორი გადაეცემა. „ტექნო ბუმი“ საიუბილეო წელთან დაკავშირებით მთელი წელი გაგრძელდება სხვადასხვა სახის აქცია, ასევე სიურპრიზები. 2015 წლის ბოლოს კი, კომპანია წლის ყველაზე ლოიალურ მომხმარებლებს გამოავლენს. ვისაც ყველაზე მეტი შენაძენი ექნება ტექნო ბუმში, მათ განსაკუთრებული სიურპრიზები ელის. მადლიერების დღეები „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში : თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ჭიათურაში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში 24 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)