2016-05-12 13:42:18, 518 ნახვა
პოლიტიკა
დიდ ბრიტანეთში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დაიწყო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერი ლანკასტერის სასახლეში იმყოფება, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მონაწილე 40-მდე ქვეყნის ლიდერს, ოფიციალურ საუზმეზე მასპინძლობს.
მათივე ცნობით, ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი, დიდი ბრიტანეთის დროით, 10:00 საათზე იხსნება.
სამიტის ერთ-ერთ თემატურ სესიაზე, პრემიერი სიტყვით გამოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან