20:08 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 13:09:28, 471 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: პოლიტიკურ ბაზარზე პაატა ბურჭულაძე საკმაოდ საინტერესო შეთავაზებაა

დამოუკიდებელი ექსპერტის გიგა ხუხაშვილის შეფასებით, პოლიტიკურ ბაზარზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პაატა ბურჭულაძე საკმაოდ საინტერესო შეთავაზებაა.

როგორც  „ექსპრესნიუსთან“ საუბარში თემის კომენტირებისას, ხუხაშვილმა აღნიშნა, საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამომრჩეველი პრაქტიკულად არსებულ პოლიტიკურ ელიტას უარს ეუბნება  და ეძებს სიახლეს.

„დიდი ხანია ეს ინფორმაცია ტრიალებდა და ახლა ლოგიკურ ფინალამდე მივიდა ყველაფერი. ასე, რომ  პირადად   ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. რაც შეეხება ბურჭულაძის  გადაწყვეტილებას, ჩემი აზრით საინტერესო გადაწყვეტილებაა. გამომდინარე   საქართველოში შექმნილი ვითარებიდან როდესაც ამომრჩეველი პრაქტიკულად არსებულ პოლიტიკურ ელიტას ეუბნება უარს, უნდა არჩევნებზე წასვლა, მაგრამ ვერ აკეთებს არჩევანს და ეძებს რაღაც სიახლეს, რაღაც ახალს. შეიძლება ითქვას, პაატა ბურჭულაძე ამ პოლიტიკურ ბაზარზე ამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საკმაოდ საინტერესო შეთავაზებაა“,-განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტმა  პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ პერსპექტივაზე ისაუბრა და  დასძინა, რომ  მას ღირსეული პასუხის გასაცემად  სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება.

 „თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ პერსპექტივას, პრინციპში პირველ კითხვას მოსწონს თუ არა ის ამომრჩეველს,  მან პასუხი გასცა და ამას კვლევებიც აჩვენებს, რომ მოსწონთ.  მთავარი კითხვაა შეუძლია თუ არა მას ქვეყნის მართვა? შეუძლია თუ არა მას არსებული პოლიტიკური ელიტის ჩაჩოჩება? ღირსეული პასუხის გასაცემად მას დასჭირდება სერიოზული ძალისხმევა და ეს არ იქნება მისთვის მარტივი. გამომდინარე იქიდან, რომ მას არ აქვს შესაბამისი  პოლიტიკური გამოცდილება. შეიძლება თუ არა ის ნაციონალ ლიდერად ჩამოყალიბებას და აპათიაში მყოფი ამომრჩევლის გააქტიურებას და ალბათ უახლოეს დღეებში გაეცემა პასუხი“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ხუხაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics