|
2016-05-12 12:59:36, 1147 ნახვა
მსოფლიო
იტალიის პარლამენტმა ერთსქესიანი ქორწინების კანონპროექტს მხარი დაუჭირა
იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ ერთსქესიანი ქორწინების კანონპროექტს მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიის ინფორმაციით, დღეს კანონპროექტის საბოლოო მოსმენით დამტკიცება იგეგმება. კანონპროექტს ქვედა პალატის 372 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 51-მა მისცა ხმა, 99 კანონმდებელმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. “დღეს საზეიმო დღეა, იტალიამ წინ გადადგა ნაბიჯი”, - ასე გამოემხაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი კენჭისყრის შედეგებს. იტალიის პარლამენტის ორივე პალატაში მრავალთვიანი დებატების შემდეგ კანონპროექტში მრავალი შესწორება შევიდა. კერძოდ, ერთსქესიან წყვილებს იტალიაში შვილის აყვანის უფლება არ ექნებათ. ცნობისთვის, იტალია დასავლეთ ევროპის ერთადერთი მსხვილი სახელმწიფო იყო, სადაც ერთსქესიანი წყვილების უფლებები იურიდიულად აღიარებული არ იყო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)