20:07 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 12:28:44, 598 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე: არ გვინდა, რომ ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და მისი გემოვნებით ვცხოვრობდეთ

არ გვინდა რომ ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და მისი გემოვნებით ვცხოვრობდეთ, მისივე გემოვნებით შექმნილ სამყაროში, - ამის შესახებ „საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ბურჭულაძე აცხადებს, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მივიღეთ ქვეყანა, რომელმაც არ იცის რა უნდა, „გარდა იმისა, რომ მედია თურმე უნდა იყოს თავისუფალი და ბიზნესი ხელშეუხებელი.“

„21-ე საუკუნეში ეს არ შეიძლება იყოს ქვეყნის ამოცანა, ეს უთავმოყვარეო, უმიზნო, უსაგნო პოლიტიკის ამოცანაა. პოლიტიკა უნდა გვთავაზობდეს, ჩვენ კი უნდა ვირჩევდეთ ჩვენს მომავალს, ისეთს, როგორიც მოგვწონს.   ამისთვის ცხოვრობს პენსიონერი, რომ შიმშილითა და ავადობით არ მოკვდეს?! ეს არის ჩვენი ოცნება, რომ მედია იქნება დამოუკიდებელი? რომ სახელმწიფო ბიზნესს არ შეუქმნის პრობლემებს? ამისთვის გავჩნდით? ეს გაგვხდის ჩვენ ბედნიერს?  არა!  ჩვენ ამისთვის არ გავჩნდით, ჩვენ გავჩნდით არა მხოლოდ მოთმინებისათვის, არამედ ბედნიერებისთვის.

ჩვენ გვაქვს უფლება ვიყოთ ბედნიერი ერი! ჩვენ უნდა ვგრძნოდეთ, რომ ჩვენ ზურგს სახელმწიფო გვიმაგრებს, ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო! ამას გრძნობენ ებრაელები ისრაელში, ამას გრძნობენ ფრანგები საფრანგეთში, ამას გრძნობენ შვეიცარელები შვეიცარიაში!  ჩვენი პოლიტიკა არ გვეუბნება, როგორი უნდა იყოს ქვეყანა სტრატეგიულად, რა როლი უნდა ითამაშოს მსოფლიო თანამეგობრობაში, რას გვინდა მივაღწიოთ როგორც ევროპელებმა ევროპულ ოჯახში, რა როლი უნდა ვითამაშოთ იქ, რის გამო უნდა გვცენ პატივი ჩვენმა მეზობლებმა და სხვა ქვეყნებმა. და ამიტომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვერ ვხედავთ,  როგორი სამშობლო გვექნება ხვალ.

ეს ეტყობა ჩვენი საქმე არ არის, ეტყობა, ჩვენ ეს არ უნდა ვიცოდეთ.  და რატომ გინდათ ხელისუფლებავ, რომ ხალხმა კიდევ 4 წელი გითმინოთ?  როგორ მოახერხებთ იმის გაკეთებას, რაც აქამდე ვერ შეძელით?  როგორ გააკეთებთ იმას, რაც არ გინდათ გააკეთოთ? რაც არ შეგიძლიათ? ჩვენ ვაკვირდებოდით ყველას, ვინც ქართულ პოლიტიკაში რაიმე პოზიტიურის შექმნას ცდილობდა და გვერდით ვედექით; ჩვენ გვტკიოდა და გვიხაროდა და ბოლოს გასაგები გახდა, რომ არ შეგვიძლია გარედან ყველაფრის ამის ყურება“, - ნათქვამია პაატა ბურჭულაძის განცხადებაში





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics