18:25 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 17:49:06, 609 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი რუხაძე: „ქართულ ოცნებაში“ სრული ქაოსია, ამიტომ წინა ხელისუფლების ხერხების გამოყენება დაიწყეს

ოთხი წლის წინ „ქართული ოცნების“ პოზიციას ბიძინა ივანიშვილი გამოხატავდა, დღეს ამას ირაკლი კობახიძე აკეთებს, - ასე ეხმაურებიან „ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებას, „საქართველოს განვითარების ფონდში“, რომელმაც პაატა ბურჭულაძე „ნაცმოძრაობის“ სატელიტად მოიხსენია.

როგორც ფონდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი რუხაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართულ ოცნებაში“ სრული ქაოსია, ამიტომ მათ წინა ხელისუფლების ხერხების გამოყენება დაიწყეს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს სატელიტებსა და აგენტებს უწოდებენ.

„ბატონი კობახიძის განცხადება პირდაპირ მიუთითებს იმ პროცესებზე, რაც ხდება „ქართულ ოცნებაში“. ეს არის ის შიში და ქაოსი, რასაც „ქართული ოცნება“ არჩევნების გამო განიცდიან. ამაში ისინი ძალაუფლების დაკარგვის რეალურ საფრთხეს ხედავენ. შესაბამისად, მათ დაიწყეს ყოფილი ხელისუფლების მეთოდების გამოყენება. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, როდესაც არ ეთანხმება მათ პოზიციას ისინი ხდებიან სატელიტები, აგენტები და ა.შ. ხდება საზოგადოების დაყოფა ჩვენიანებად და სხვისიანებად.

„ქართული ოცნება“ ამ ბინძურ ხერხებს იყენებს, იმის ნაცვლად რომ ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ კურსზე, ევროსტრატეგიულ მიმართულებაზე, იმ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე, რაც ქართველი ხალხის წინაშეა.

ამ პარტიაში დღეს ქაოსია, პატრიოტი და კვალიფიციური კადრები ტოვებენ პარტიას. თუ ოთხი წლის წინ „ქართული ოცნების“ პოზიციას ბიძინა ივანიშვილი გამოხატავდა, დღეს ამას კობახიძე აკეთებს. ამით ჩანს, პარტიაში მიმდინარე პროცესი. ნათელია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ როგორც პოლიტიკურმა პარტიამ თავისი თავი და შესაძლებლობები ამოწურა“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ „თავისუფალი დემოკრატებს“, პაატა ბურჭულაძესა და „ლეიბორისტებს“ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები უწოდა. ეს განცხადება „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics