13:36 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 22:28:04, 561 ნახვა

სპეციალური ანონსი
11 მაისის სპეციალური ანონსი

11 მაისს, 10:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნები დაიწყება.

11 მაისს, 10:00 საათზე, გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის ტერიტორიაზე, პროექტის დემონსტრირება და პრეზენტაციას მოეწყობა, რომელიც მიწისქვეშა ნაგებობების საწვავის ღრუბლის აფეთქებისგან დაცვას ითვალისწინებს. 
მის.: მინდელის ქ. № 7
საკონტაქტო პირები: თამარ გვარიშვილი - 599565815, თამუნა ძაგნიძე - 555995990

11 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში”, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის კამპანია "სამართლი ითხოვს" ფარგლებში საზოგადოებრივი ფორუმი გაიმართება.
თემა: საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმირება.

11 მაისს, 11:00 საათზე კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“ გაიხსნება. მის: კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა“, კუს ტბის გზა #1 საკონტაქტო პირი: ირინა ცერცვაძე, 5 99 94 66 05

11 მაისს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, კონსტანტინე სალუქვაძე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. 
თემა: კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრის ალტერნატივა საკითხის რეფერენდუმზე გატანა უნდა იყოს. 
მის: იოსებიძის ქ. #57, I სართული
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202

11 მაისს, 11:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ,,მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სოციალური პროექტის „შემოსე თანამოქალაქე“ პრეზენტაცია მოეწყობა. 

11 მაისს, 11:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე სააგენტოს შენობაში ბიზნესმენებთან პირველ შეხვედრას გამართავს.
მის.: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8 

11 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განიხილავს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შუამდგომლობას, თბილისში გმირ კურსანტთა ქუჩის №1 კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ხანდაზმული დავალიანებების საკითხის შესახებ.
მის.: მიცკევიჩის ქ. #19
საკონტაქტო პირი მარიამ შენგელია - 577 77 77 33

11 მაისს, 12:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

11 მაისს, 12:30 საათზე, აღმაშენებლის 154-ში, ე.წ. მწვანე ოფისის შენობაში, პაატა ჯიბლაძე კონკურენციის სააგენტოს თავჯდომარის, გიორგი ბარაბაძის სახელზე, საავტომობილო გაზის იმპორტიორი კომპანიების წინააღმდეგ წერილს შეიტანს კარტერული შეთანხმებების გამოვნელისა და აღკვეთის მიზნით. 
საკონტაქტო პირი ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642 

11 მაისს, 12:30 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ბრიფინგს გამართავენ.
თემა: სამედიცინო მომსახურებაზე ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე რეფორმის შედეგები.
მის.: წერეთლის 144, ჯანდაცვის სამინისტრო 

11 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნეს სექტორის იმ წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ჩაერთონ „Check In Georgia”-ს პროექტში. 
მის.: დავით აღმაშენებლის 68; საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

11 მაისს, 13:00 საათზე, პარტია "რეფორმატორების" თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი პარტიის გენერალურ მდივანთან ერთად საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქცია–ბრიფინგს გამართავს. 
თემა: პროკურატურის უმოქმედობა და მიმართვა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. 
მის.: ვახტანგ გორგასლის ქ. #4

11 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი წევრის ჯაბა ჯიშკარიანის ინიციატივით და უძოს ქუჩის მოსახლეობის მხარდაჭერით დასუფთავების აქცია მოეწყობა. 
მის: მთაწმინდის რ-ნი, უძოს ქუჩა N13
საკონტაქტო პირი გოგიტა ხიზანეიშვილი - 595 950 484 

11 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
მის.: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

11 მაისს, 13:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში თეატრალური პრემია „დურუჯის“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
მის.: აბესაძის ქ. N10

11 მაისს, 13:30 საათზე, ვაზიანის აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ ოფიციალურად გაიხსნება. 
საკონტაქტო პირები: თეო კერძევაძე - 577 19 00 96; ირაკლი გურგენიძე 577 19 88 66; გიორგი თუხარელი 595 26 25 26

კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკისა და ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით მოსახლეობის უფასო გამოკვლევებთან დაკავშირებით, 11 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ბრიფინგი გაიმართება.

მის: ჟ. შარტავას 7, მე-20 სართული საკონტაქტო პირი: ხათუნა ავლოხაშვილი 599 17 60 77

11 მაისს, 14:30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ”ცენტრ-პოინტის” მიერ დაზარალებულები საპროტესტო აქციას გამართავენ.

11 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, "საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების” განრიგს განიხილავენ.
ქუთაისი, საქართველოს პარლამენტი, დარბაზი 303

11 მაისს, 16:00 საათზე, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე. 
თემა: ევროკავშირი და საქართველო
მის: ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), E 207 აუდიტორია
საკონტაქტო ტელ.: 577 42 20 09 / 577 53 02 20

11 მაისს, 16:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, ეროვნულ სკრინინგ ცენტრსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს შორის საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პროექტის ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
საკონტაქტო პირი ნინო მამუკაშვილი - 595 956 103, სალომე ბენიძე - 577 211 300
მის.: ასათიანის ქ. #9

11 მაისს, 16:30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდება აიათოლა სეიდ ჯავად შაჰრისტანს - აიათოლა სისტანის წარმომადგენელს. შეხვედრას დაესწრება ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აბას თალები ფარი.

11 მაისს, 18:00 საათზე, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებულ დანაშაულის საქმეზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მაგისტრატურის სწავლების საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტები.

11 მაისს, 18:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის საგაზაფხულო ასამბლეის ოფიცილური გახნის ღონისძიება გაიმართება
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. #29
საკონტაქტო პირი ზაზა ტალახაძე - 599899998

11 მაისს, 20:00 საათზე, კულტურის პალატის ინიციატივითა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, კინოთეატრ ,,რუსთაველის” წინ გიორგი შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება.
საკონტაქტო პირი ლელა კიკალეიშვილი - 599 85 52 51





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 4.3%-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics