16:43 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 17:47:23, 589 ნახვა

პოლიტიკა
„ცოტა კორექტულად ილაპარაკე ძალიან გთხოვ,“ - კომიტეტზე ბესელიასა და შავგულიძეს შორის შეკამათება მოხდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის სხდომაზე, სადაც "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტებს მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავენ, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ შალვა შავგულიძესა და ეკა ბესელიას შორის შეკამათება მოხდა.

ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების საკითხს ეხება. ამ თემასთან დაკავშირებით შალვა შავგულიძეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სურდა:

„სამართალწარმოების მიზნისათვის, თუ იმ გადაწყვეტილებას ხელს აწერს იმდენი მოსამართლე, რაც საკმარიისა ამ აქტის მისაღებად, რაღატომ უნდა გავხადოთ ჩვენ სავალდებულოდ, რომ კიდევ ერთმა მოსამართლემაც მოაწეროს ხელი“, - განაცხადა შავგულიძემ.

„ვინ კიდევ ერთმა მოსამართლემ უნდა მოაწეროს, საქმეში მონაწილე მოსამართლეებზეა საუბარი“, - უპასუხა ეკა ბესელიამ.

შავგულიძემ ეკა ბესელიას სთხოვა, აზრის გამოთქმაში ხელი არ შეეშალა. საპასუხოდ ბესელიამ შავგულიძეს შეახსენა, რომ უნებართვოდ ჩაერთო  და მიკროფონი გაუთიშა:

„თუ შეიძლება ამ მუხლამდე მივალ და უფრო დეტალურად ვიტყვი. როცა გადაწყვეტილებას ხელს აწერს იმდენი მოსამართლე, რაც საკმარისია ამ გადაწყვტილების მისაღებად და დარჩენილი მოსამართლე მოაწერს ,თუ  არ მოაწერს ხელს, მნიშვნელობა თუ არ  აქვს გადაწყვეტილების მისაღებად, რატომ უკავშირებთ იმის ხელმოწერას,  სამართალწარმოების შეფერხების საშუალებას რატომ ვაძლევთ. მარტივად რომ ვთქვათ, კოლეგიაში არის 4 მოსამართლე, 3-მა მოაწერა ხელი, მე-4 არ აწერს...“,-აღნიშნა შავგულიძემ.

„ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ, მეოთხე მოსამართლემ იცის თუ არა?“, - უპასუხა ბესელიამ.

„მათქმევინეთ ეკა, ხელს ნუ შემიშლით აზრის გამოთქმაში“, - მიმართა შავგულიძემ.

„მათქმევინეთ რას ნიშნავს? ჯერ უნებართვოდ ჩაერთეთ. რამდენი ხანიც გვინდა ვილაპარაკოთ ეგრე არ არის. მაშინ რიგშია ადამიანი და დაველოდოთ. რიგი დავიცვათ. წესებით თუ ვლაპარაკობთ, წესი რიგია. ცოტა კორექტულად ილაპარაკე, შალვა, ძალიან გთხოვ. ამიტომ სიტყვას ვაძლევ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია ითხოვს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყგვეტილების გამოქვეყნების საკითხს ეხება.

თავდაპირველად საკონსტიტუციო სასამართლოს  მიერ მიღებული გადაწყვეტილების საკანონმდებლო მაცნეში  გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შესვლა განიხილებოდა,  ახლა კი,    სასამართლოს გადაწყვეტილების  გამოცხადებისთანავე ძალაში შესვლაზეა საუბარი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics