|
2015-02-24 10:53:41, 1329 ნახვა
სამართალი
თამარ ფხოველიშვილი დაკავებულია
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“-ში 2013-2014 წლებში დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, საქართველოს შს სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ძებნილი თამარ ფხოველიშვილი. უწყების ინფორმაციით, ამავე საქმეზე დაკავებულია შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების სამმართველოს ყოფილი უფროსი ნათია ნავროზაშვილი, რომელმაც თამარ ფხოველიშვილთან და მის მეუღლე ზურაბ ნუცუბიძესთან ერთად ჩამოყალიბებული ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში, წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები მიითვისა. შსს-ს ცნობით, თამარ ფხოველიშვილისა და ნათია ნავროზაშვილის მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება დანაშაულის სხვა შესაძლო თანამონაწილე პირთა გამოსავლენად.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)