|
2016-05-10 00:30:37, 473 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი "რესპუბლიკელებზე": ესენი არიან მოღალატეები, რომლებსაც ასე გაშმაგებით იცავს "მორწმუნე" და "მამულიშვილი" კვირიკაშვილი
ესენი არიან მოღალატეები, რომლებმაც სოხუმი და ცხინვალი გააჩუქეს და ყველაფერს აკეთებენ, რათა სოხუმი და ცხინვალი რუსეთს შეერწყას, - ასე ეხმაურება ნატოს ირგვლივ ბოლო პერიოდში აგორებულ თემას "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი. ინაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც აკრიტიკებს. მისი შეფასებით, კვირიკაშვილი საზოგადოებას "რესპუბლიკელების" დამცველად მოევლინა, რომელსაც პოლიტიკის არაფერი გაეგება. ირმა ინაშვილის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: გამოგვიჩნდა ახალი ე.წ. დამგმობელი, კვირიკაშვილის სახით... ბატონი კვირიკაშვილი ისე ერკვევა პოლიტიკაში, როგორც მე- ჩინურ ენაში. არა მგონია, რასაც ვამბობ, ვინმესთვის საიდუმლო იყოს. გამიჭირდება პოლიტიკურად მწიფე, მისი თუნდაც ერთი განცხადების გახსენება, მაგრამ ახლა სხვა რამ მინდა ვთქვა: ბატონი კვირიკაშვილის განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი რესპუბლიკური პარტიის უდიდესი თაყვანისმცემელია. ამჯერადაც სრულიად უაზროდ და სრულიად უადგილოდ იცავს რესპუბლიკურ პარტიას. საქართველოს რომ ნატოში (უახლოეს პერსპექტივაში) არ მიიღებენ, ეს დიდიხანია ცნობილია. ეს არაერთხელ განუცხადებია, როგორც ნატოს ხელმძღვანელობას, ასევე, დასავლეთის სხვადასხვა ლიდერებს. განსაკუთრებით მკაფიო და ნათელი განცხადებები გაჟღერდა 2008 წლიდან. ჩვენ, ერთის მხრივ, გვეუბნებოდნენ, რომ ნატოს კარი ჩვენთვის ღიაა და რომ ნატოში ჩვენ აუცილებლად მიგვიღებენ, მაგრამ ამას თან ამატებდნენ, რომ ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში და საერთოდ არ მოხდება ახლო მომავალში და არც განიხილება ახლო პერსპექტივაში. ჩვენ არადროს გამოვსულვართ ნატოს წინააღმდეგ და ხშირად გვითქვამს, რომ ნატო არის მოწინავე ტექნოლოგიები, განვითარება და, უბრალოდ, ფულიც! მაგრამ ყოველთვის, ხაზს ვუსვამ: ყოველთვის ვაცხადებდით, რომ არ შეიძლება საზოგადოებაში ცრუ მოლოდინის დათესვა. არ შეიძლება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რადგან ეს ,საბოლოო ჯამში, საზოგადოებაში ჯერ შეურაცხყოფის განცდას წარმოშობს, შემდეგ კი ნეგატიურ განწყობასა და სიძლვილსაც გააჩენს ნატოსა და ზოგადად დასავლეთის მიმართ... მაგრამ არც სააკაშვილი იღებდა ყურად ჩვენს აზრს და არც უსუფაშვილ- ხიდაშელ- ბერძენიშვილები. ამ ხალხის ლაპარაკმა და ქმედებებმა უზარმაზარი ზიანი მოგვაყენა. ესენი არიან, რომლებიც წლებია გვატყუებენ, რომ ნატოში შევალთ მაშინ, როცა ნატო არ გვიღებს. ესენი არიან, რომლებიც ნატოთი სპეკულირებენ და რომლებმაც ნატოს თემა პოპულიზმად აქციეს. ესენი არიან, ვინც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს სამშობლოს მტრებად და პრორუსებად აცხადებენ. სინამდვილეში კი, ესენი არიან, ვინც ქართველ ხალხში უარყოფითი განწყობა დაბადა ნატოსა და დასავლეთისადმი. სინამდვილეში ესენი არიან მოღალატეები, რომლებმაც სოხუმი და ცხინვალი გააჩუქეს და ყველაფერს აკეთებენ, რათა სოხუმი და ცხინვალი რუსეთს შეერწყას. ამათ ხელში გადავიდა საქართველოს სასაზღვრო პუნქტების უდიდესი ნაწილი რუსების ხელში და ახლა რას აკეთებენ? ახლა 20 ტანკი შემოჰყავთ, მხოლოდ იმისთვის რომ რუსეთს საბაბი მისცენ და მან სოხუმსა და ცხინვალში 2000 ტანკი შეიყვანოს. ესენი არიან მოღალატეები და პროვოკატორები, რომლებსაც ასე გაშმაგებით და გაუთავებლად იცავს "მორწმუნე" და "მამულიშვილი" კვირიკაშვილი... P.S. და ბოლოს, ხიდაშელ-კვირიკაშვილს ვეკითხები: ნატოში ამერიკის ელჩი რომ აცხადებს, - უახლოეს პერსპექტივაში ნატოში ვერ შემოხვალთო, პრორუსია, თუ რუსეთის აგენტი?!" - წერს ირმა ინაშვილი facebook-ში.
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)