12:06 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 14:23:21, 483 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრმა დავით ბაქრაძემ ნატო-სა და  ევროკავშირის  შესახებ საინფორმაციო  ცენტრის ახალი დირექტორი  ქეთევან ჩაჩავა წარადგინა.

დავით ბაქრაძემ ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს ელენე გოცაძესა და მის  ყოფილ მოადგილეს თამარ მედულაშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ქეთი ჩაჩავას ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე წარმატებები უსურვა:

"გვაქვს პატივი, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარმოგიდგინოთ, ქეთევან ჩაჩავა. პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყოფილ ხელმძღვანელებს, ელენე გოცაძეს, თამარ მედულაშვილს, რომელთან ერთადაც ძალიან კარგი თანამშრომლობის პრაქტიკა გვქონდა. ახლა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის ახალი ენერგია, რომლითაც ქეთი შემოდის ჩვენს კოლექტივში.მნიშვნელოვანია, რომ ქეთის არასამთავრობო სექტორში მუშაობის პერიოდში ძალიან კარგი და მდიდარი გამოცდილება აქვს სწორედ, ევროკავშირისა და ნატო-ს შესახებ, ასევე, იმ სარგებლის შესახებ, რომელიც საქართველოს საგარეო პილიტიკურ კურსს მოაქვს მისი თითოეული მოქალაქისთვის.შესაბამისად, აქვს ის ხედვა, რომელიც გაგვიზიარა, რომლითაც ფიქრობს, რომ გაუძღვება ძალიან აქტიურ, ახალგაზრდა, ენთუზიასტი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ კოლექტივს.  მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება იმ  პროგრამების შესახებ, რომელიც ჩვენ უკვე მოვიპოვეთ ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით, იქნება ეს შემოქმედებითი ევროპა, "ჰორიზონტი 20/20", ხელმისაწვდომობა იმ პროექტებისადმი, პროგრამებისადმი, რომლებიც ევროკავშირს აქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობა, ჩვენ ველით ვიზალიბერალიზაციას. ამ ყველა მიმართულებით ჩვენ ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას და ამ კუთხით, ახალი ენთუზიაზმით, ახალი ძალისხმევით ქეთი გაუძღვება საინფორმაციო ცენტრს",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ქეთევან ჩაჩავას თქმით,  მაქსიმალურად შეეცდება, მოსახლეობას კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს  იმ შესაძლებლობების  შესახებ, რომელიც  საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს მოაქვს.

"ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ საზოგადოების ინფორმირება. ჩვენი ახალი გუნდის (ჩემი, ახალი მოადგილის) ხედვა არის ის, რომ მაქსიმალურად  ხელმისაწვდომი გავხადოთ ინფორმაცია, ეფექტურად მივაწოდოთ ჩვენს  მოსახლეობას ინფორმაცია იმ პროცესების შესახებ, რომლებიც ევროპულ  და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში ინტეგრაციას მოაქვს  თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ის რეალური შესაძლებლობები, რომლებიც დღეისათვის არსებობს, მაქსიმალურად  ხელმისაწვდომი გავხადოთ მოსახლეობისთვის.

ძალიან აქტიურ პერიოდში შემოვუერთდი ძალიან აქტიურ გუნდს, რომელსაც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ჰქვია, ამ დიდ საჯარო სექტორს, რომელიც ჩემთვის, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლისთვის, ძალიან  ახალია. ჩემი პირველი სამსახურია საჯარო სექტორში და იმედი მაქვს, გაამართლებს ეს წამოწყება. დიდი სურვილი და მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ  აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან",-აღნიშნა ქეთევან ჩაჩავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics