17:17 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 17:21:59, 752 ნახვა

კომენტარი
ხიდაშელი: პირადად რომ დამჭირდეს ჩასვლა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ჩავალ და ჩვენი სამხედროების სიმართლეს დავამტკიცებ

„ჩემი ამოცანა არ არის, ხელი დავაფარო დამნაშავეს. ქართული ჯარის და, შესაბამისად, ქართული სახელმწიფოს პრესტიჟის გადარჩენა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ჯარის უდანაშაულობა დავამტკიცოთ, სადაც ისინი უდანაშაულოები არიან“, - ამის შესახებ  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20:30-ში სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი ჯარისკაცების მისიასთან დაკავშირებული საქმის გამოძიებით დაინტერესდა.

„ჩვენ გვჭირდება მსხვერპლთან წვდომა რაიმე დოკუმენტი რომ შევქმნათ, ჩვენ გვჭირდება მათი დაკითხვა. საგამოძიებო ჯგუფს აფრიკაში მიაქვს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ალბომები და, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ მათ იდენტიფიცირებას. იდენტიფიცირების შედეგად ჩვენ ვერ მოგვატყუებენ. არ იქნება ისე, რომ ნებისმიერს დაადონ ხელი და თქვან, ეს იყოო. ჩვენ ვიცით, რომელ რიცხვში, რომელ საათზე, რომელი სამხედრო მოსამსახურე, რომელ გამშვებ პუნქტზე იდგა, რაც მათ არ იციან, ამიტომ ნებისმიერს ვერ დაადებენ ხელს. ეს ქართული ჯარია, სადაც ყველაფერი მოწესრიგებულია, ყველაფერი დოკუმენტებში არის გაწერილი და ასე ქაოტურად არ ხდება. ადვილია ამ ამბავზე ჭეშმარიტების დადგენა. რთული გახდა ამდენი თვის განმავლობაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მხრიდან წარმომადგენლის დანიშვნა, რომელიც ჩვენს საგამოძიებო ჯგუფთან ითანამშრომლებს... ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას. პირადად მე რომ დამჭირდეს ჩასვლა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ჩავალ და ჩვენი სამხედროების სიმართლეს დავამტკიცებ. რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ბიჭებისთვისაც, მათ უნდა იცოდნენ, რომ მინისტრი და მათი ქვეყნის ხელისუფლება გვერდში დაუდგება ყოველთვის, როდესაც ამის საჭიროება იქნება და არავის მისცემს მათი დაჩაგვრის უფლებას“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics