12:06 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 14:50:37, 551 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ენმ-დან ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა, თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი და ძალიან საინტერესო ლიდერებით შეივსება და დარწმუნებული ვარ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს",- ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილით თქმით,  „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებამდე გაძლიერდება და ივანიშვილს და მის სატელიტებს დაამარცხებს.

"მიმაჩნია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა,  თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მანევრები ყურადღების გადასატანად და დაბნეულობის შესატანად ჩვენ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში.

ივანიშვილი დარწმუნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც განადგურება და ვერც ჩამოშლა, ვერ შეძლო. ამიტომ, ის ფინანსური და სხვა ბერკეტების გამოყენებით, ცალკე აღებული პიროვნებების გამოყოფითა და მათთვის ახალ-ახალი მოძრაობების დაფინანსებით,  მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნიველირებას ცდილობს.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრიკების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებამდე დარჩენილ დროში მხოლოდ გაძლიერდება. შესაბამისად, ივანიშვილს და მის სატელიტებს დაამარცხებს.

 ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი და ძალიან საინტერესო ლიდერებით შევსებისა და გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს ძირფესვიანად განახლებული საპარლამენტო სიის განხილვა. შემდეგ კი ამის ჩვენი აქტივისტებისთვის, მხარდამჭერებისთვისა და მთლაინად საქართველოსთვის წარდგენა. მჯერა, რომ ამ ახალი ძალებით, განახლებული და გაძლიერებული სიით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“დატოვა  და პარტიის ლიდერებს გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბაშვილს და დავით ბაქრაძეს  დაუპირისპირდა.

"ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი, ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს.

ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავის სახელები და გვარები: - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.

მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილების მიღების ახალი მექანიზმებით", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics