20:25 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 14:41:42, 545 ნახვა

პოლიტიკა
აგულაშვილი: ჩვეულებრივი პროცესია წინასაარჩევნოდ, როდესაც ადამიანები ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობები უკეთ დაინახონ

 „ეს არც პროცესის დასაწყისია და არც დასასრული, აღნიშნული ინფორმაცია ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის შემადგენელ ნაწილად მივიღე“,-ასე შეაფასა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა  გიორგი ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ადამიანები ცდილობენ,  საკუთარი  როლი,  შესაძლებლობები უკეთ დაინახონ.

 „მე მგონია, რომ ეს არც პროცესის დასაწყისია და არც პროცესის დასასრული. ჩვენ კიდევ ვნახავთ, ამ პროცესებში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ან დატოვებენ ამა თუ იმ პარტიას, ან არ დატოვებენ. ეს ჩვეულებრივი პროცესია წინასაარჩევნოდ, როდესაც ადამიანები ცდილობენ  საკუთარი  როლი, ფუნქცია, შესაძლებლობები უკეთ დაინახონ, თუმცა  ყოველთვის კონსენსუსის მიღწევა აქ არ ხერხდება ხოლმე. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ ერთი ჯგუფი გამოეყო,  არვიცი ეს პროცესი გაგრძელდება თუა, ეს მათი საფიქრალია, მე არც გამხარებია ეს ინფორმაცია და არც მწყენია. მივიღე ნეიტრალურად. ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის შემადგენელ ნაწილად“,-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics